წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
დიდი პატივისცემითა და ქრისტესმიერი სიყვარულით მოგესალმებით და მოგიკითხავთ. მინდა ამ მცირედი წერილით გამოვთქვა და გამოვხატო ის დიდი მადლიერება, რომელსაც ჟურნალ "კარიბჭის" სარედაქტორო კოლეგია, ყველა ჟურნალისტი და სტუმარი იმსახურებს.

ნებისმიერი გვერდი, ნაშრომი, ნამდვილად ყურადსაღებია და გულში ჩამწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის დიდი დრო, რაც გულდასმით და დიდი ინტერესით ვკითხულობ თქვენს და ჩვენ ჟურნალს, იმდენად მნიშვნელოვანია ზოგიერთი სტატია, რომ მათი, როგორც წაკითხვა საკმარისი არ მგონია. ესენი სასწავლო თემებია. გავკადნიერდები და ესენი ლექციებია, რომლებსაც ძალუძთ ნუგეში, რწმენაში განმტკიცება. ეკლესიურად ინტელექტის ამღლება და ბევრი რამ, რაც ადამიანს გზას უჩვენებს ჭეშმარიტად ემსახუროს უფალს, ერს და ეკლესიას.

ვიცით, უფალი ყოვლისმხედველია, ყოველი ღვაწლის დამჯილდოვებელი და დარწმუნებული ვარ, კეთილი მუშაკის საზღაურს უფალი ნამდივლად მოგანიჭებთ. აუცილებლად აღსანიშნავია ის სამადლობელი, თბილი და სიყვარულით აღსავსე წერილები, რომლებსაც ჟურნალის აქტიური მკითხველი თქვენდამი არ იშურებს. ეს ხომ უკვე უფლის ჯილდოა. აქვე ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა ვცდილობ ლამაზი, თბილი და სიყვარულით გაჟღენთილი სტრიქონები მოგწეროთ, არც დროით ვარ შეზღუდული და ვარჩევ სიტყვებს, მაგრამ იმდენი და ისეთი აზრები მომდის, რომ ასი წერილი რომ დავწერო თქვენს შესახებ, ასივე ერთი დაიგივე გრძნობის და ძალის მატარებელი იქნება. ამ წუთში გამიჩნდა სურვილი, სხვა სახის წერილებიც მოგწეროთ და რა თქმა უნდა ამის კეთილი მიზეზი და საბაბი თქვენ ბრძანდებით.

თქვენზე თქვენს თავდადებაზე და მოშურნეობაზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, რომელსაც ჩემის აზრით ქართველი ერი, ქართველი ხალხი, იტყვის, დააფასებს და თთოეულ თქვენგანს ყოველთვის სიყვარულით მოიხსენიებს.

ღმერთმა ამრავლოს ჟურნალ "კარიბჭის" მკითხველი. გისურვებთ სიყვარულს, სიხარულს და კაცთმოყვარე უფლის უსაზღვრო წყალობას.
თქვენი კეთილისმსურველი და მადლიერი,
რამინ (ბართლომე) ცინაძე


წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ქრისტეს მოციუქლები თავიანთ მოწაფეებს უწოდებდნენ "შვილს". მოწაფეები თავიანთ მოძღვარს "მამას". მოციუქლი პავლე თავის მოწაფეებს, ტიმოთესა და ტიტეს, არა ერთ სიყვარულით აღსავსე "ეპისტოლეს" წერს. თვალსაჩინოა, რომ მოციუქლი პავლე და მისი მოწაფეები, უფლის მიერი მადლით, როგორ თბილ და მზრუნველ დამოკიდებულებაში იყვნენ ერთმანეთთან. პირველი საუკუნეებიდან დღემდე ეს მადლი და სიყვარული მოუკლებლად მომდინარეობს, რომელსაც დედა ეკლესია აზიარებს თავის მკვიდრთ. ბედნიერებას, რომელიც მამასა და სულიერ შვილს შორის იბადება და ღვივდება, არც დღეს ვართ მოკლებულნი. "დიდება ქვეყნის შემოქმედს".

უფალმა მოგვივლინა ისეთი ადამიანი, როგორც არის მამა სამოელ (ზვიადაური). მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე დიდი დროა, არც მამა სამოელი წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურია, მან ამ მოკლე დროში დიდი სიყვარული და გული ჩადო, როგორც მრევლში, ისე ბევრ სხვა ადამიანში. თავდადებული და მუხლჩაუხრელი შრომით, მრავალი მადლიერი ადამიანი გაიჩინა და დედა ეკლესიის უკვდავ მადლს აზიარა. ჩვენ მრევლი ასაკის მიუხედავად ქრისტესმიერი წმინდა სიყვარულით დაგვაკავშირა. მამა სამოელზე ბევრი რამ Aშეიძლება ითქვას და ამას დრო ნამდივლად იტყვის.

7 აპრილს, ღვთისმშობლის ხარების დღეს, მამა სამოელს მღვდლობიდან 7 წელი შეუსრულდა. ეს დღე, როგორც მრევლმა აღნიშნა, განსაკუთრებული იყო. ვიყავით შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში, სადაც მამა სამოელმა არქიმანდრიტ შიოსთან ერთად სადღესასწაულო წირვა შეასრულა. არც ერთ ჩვენთაგანის თვალს არ გამორჩენია მამა შიოსა და მონასტრის საძმოს მილოცვა და თბილი დამოკიდებულება მამაოსადმი, რაც სასიხარულო ფაქტი იყო თითოეული ჩვენგანისთვის.

წირვის შემდეგ, ერთიანი ძალისსხმევით გაიმართა მოკრძალებული ტრაპეზი და ქართული ტრადიციული თანმიმდევრობით დავასრულეთ ყველასთვის თბილი, ლამაზი და დაუვიწყარი დღე.

დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ მამა სამოელ მღვდლობიდან 7 წლის თავს, კიდევ მრავალი წელი ყოფილიყავით ერისა და ეკლესიის სამსხურში. გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, სიხარულს, სიყვარულს და ღმრთის უსაზღვრო წყალობას, თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად.
თბილისის წმინდა გორგის სახელობის ტაძრის
მადლიერი მრევლი
ბეჭდვა
1კ1