წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
პატიებას გთხოვთ, თუ ეს წერილი ისეთი არ გამომივიდა, როგორიც მინდოდა, მაგრამ ვფიქრობ, მასში მცირედ მაინც დავტიე ჩემი გულისნადები.

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი საინტერესო და სასარგებლო ჟურნალისთვის.

ცხრამეტი წლის გახლავართ. ჩემი მშობლები იმ ეპოქის შვილები არიან, რომელიც, ალბათ, ერთ-ერთ შავ ფურცლად დარჩება საქართველოს ისტორიაში. მაგრამ, მადლობა ღმერთს, დასრულდა იძულებითი ურწმუნოების ხანა ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში. მისი ნაკვალევი ჯერ კიდევ ატყვია ქართველობას, მაგრამ გვწამს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით საქართველო კვლავ დადგება ფეხზე, კვლავ გაიმართება წელში. მთავარია, მომავლის იმედი არ დაგვიკარგავს. ამ იმედს გვისახავს ჩვენს ქვეყანაში სარწმუნოების გაძლიერება, ეკლესია-მონასტრებისა და მრევლის გამრავლება, ელიას მთაზე ზეცისკენ აზიდული ყოვლადწმიდა სამების ტაძრის ზარების ჟღერა.

ჩვენი თაობა თავისუფალი საქართველოს მომავალია. "ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი", - როგორც ბრძანებდა წმინდა ილია მართალი.

ყოველი მცენარის რტოები ფესვებიდან იღებს სათავეს, მათით საზრდოობს და ცოცხლობს. ასევეა ადამიანიც. ქართველი ერის ფესვები მართლმადიდებლობაში ძევს. ჩვენ ბედნიერნი ვართ იმით, რომ თავისუფალ საქართველოში მოგვიხდა ცხოვრება, ეპოქაში, როცა ჩვენი სამშობლოს ბურჯს - დედაეკლესიას - აღარ დევნიან და დაუბრკოლებლად შეგვიძლია ვეზიაროთ მის მადლს.

ეკლესიისკენ ჩემი პირველი გზამკვლევი საპატრიარქოს რადიო "ივერია" იყო. პირველად მას ოთხი წლის წინ მოვუსმინე. მას შემდეგ იგი ჩემს განუყრელ მეგობრად იქცა. ჩემს სოფელში არის წმინდა გიორგის ეკლესია, მაგრამ წირვა-ლოცვა ჯერჯერობით არ აღევლინება, რადგან სოფელს ღვთისმსახური არ ჰყავს. ყველანი მოწყურებულნი ვიყავით ღვთის სიტყვას. სამიოდე წლის წინ თბილისში გადმოვსახლდით. ამჟამად დავდივარ ტაძარში, მყავს მოძღვარი და ძალიან ბედნიერი ვარ.

მინდა, ამ წერილით მადლობა გადავუხადო რადიო "ივერიას", ამდენ სიკეთეს რომ სჩადის ღვთისა და ერის წინაშე. გულითადად ვულოცავ მას ხუთი წლის შესრულებას და ვუსურვებ, იმდენ წელიწადს გაეგრძელებინოს მადლიანი მოღვაწეობა, რამდენი ადამიანიც არის მისი მადლიერი.

ბოლოს კი დიდი მოწიწებით მინდა მადლიერება გამოვთქვა ჩვენი ერის მწყემსმთავრის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიმართ, რომელიც ყოველი კეთილი საქმის მოთავე და აღმსრულებელია და რომელიც დღემდე მუხლჩაუხრელად, სიბრძნითა და მოთმინებით ზიდავს ჯვარს ღვთისა და ერის სიყვარულისა.

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის.
მარინე


გამარჯობა!
დიდი მადლობა, დიდი მადლობა იმისათვის, რომ არსებობთ და, უფლის წყალობით, ასეთ ღვთისნიერ საქმეს აკეთებთ. ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალის თითოეული რუბრიკა, თითოეული მასალა. ახალ ნომერს რომ შევიძენ, მაშინვე კალენდარზე გადავშლი ხოლმე. უამრავი წმინდანის მოღვაწეობის შესახებ თქვენი ჟურნალის მეოხებით შევიტყვე. როცა ძალიან გამიჭირდება, გადავფურცლავ "კარიბჭეს" და დასამშვიდებლად სულიერ დარიგებებს ვკითხულობ. ამ ჟურნალის მეშვეობით ბევრ კითხვაზე მიმიღია პასუხი. მარტის თვის ნომრით კი დიდი ხნის ნანატრი საჩუქარი მიძღვენით: თქვენს ჟურნალში ხშირად იყო საუბრები ეპარქიების წინამძღვრებთან. ამგვარად ვგებულობდი, ვინ რომელ ეპარქიას განაგებდა. და აი, ამ ნომერში შემხვდა ვრცელი მასალა ყველა ეპარქიაზე, მათ წინამძღვრებზე და ეპარქიების რუკაც კი.

მადლობა უფალს!

მადლობა მთელს რედაქციას. ღმერთმა გაგაძლიეროთ და დიდხანს გაკეთებინოთ ეს კეთილი საქმე. ვინ იცის, იქნებ ასეთი სიხარული თქვენი მეშვეობით სხვასაც მიმადლოს უფალმა!
ქრისტესმიერი სიყვარულით
ეკატერინე კობახიძე


50 წლის ვიყავი, როცა ეკლესიაში პირველად შევედი როგორც უფლის სახლში და არა როგორც მუზეუმში. მას შემდეგ ყოველი დღე ჩემთვის ღვთისკენ მიმავალი თითო საფეხურია. ყველაფერში, რასაც ვკითხულობ ან ვისმენ, ღვთის სიტყვას ვეძებ და მიკვირს, გუშინ ეს რომ არ ვიცოდი, როგორ ვცხოვრობდი.

უფალი ერთს გვასწავლის, კაცობრიობა კი სულ სხვა გზით მიექანება. თუმცა ის იდეალური საზოგადოება, რომელსაც მთელი ცხოვრება ნატრობდი, თურმე აბსურდი არ ყოფილა. იესო მეორედ მოსვლის ჟამს მოგვაშორებს ჩვენს სულში ჩაბუდებულ აგრესიას, მანამდე კი უნდა მივყვეთ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომლის გარეშეც შეუძლებელია სიმშვიდის, მოთმინებისა და მხნეობის შენარჩუნება.

ეკლესიაში ჩემმა შვილიშვილმა, 6 წლის რატიმ მიმიყვანა. რა ბედნიერებაა, როდესაც ბავშვები უფლის სიყვარულით იწყებენ ცხოვრებას, რამდენ შეცდომას აიცილებენ თავიდან! ჩემს ასაკში კი, ჩემგან განსხვავებით, უკვე სულსა და ხორცში ექნებათ გამჯდარი უფლის სიტყვა და მცნებები.

რატი ახლა 10 წლისაა და მისი ქრისტიანული აზროვნება ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ჩემი 50-წლიანი სიცარიელით დამძიმებული სულისა.

ტელევიზიით შევიტყვეთ უცხოეთში ქართველი ბავშვების გაშვილების შესახებ. მე ჩემი ჭკუით გამართლება ვცადე და რატი დავამშვიდე: "ეს მშობლების სიდუხჭირის გამო ხდება. აქ მაწანწალა ცხოვრებას გადაურჩნენ, იქ შეძლებულ ოჯახებში დაიზრდებიან-მეთქი".

რატიმ გაკვირვებით შემომხედა: "კი მაგრამ, ბებო, რატომ გგონია, იქ მართლმადიდებელ ოჯახებში მოხვდებიანო?!"

დიდება უფალს! აი, თურმე რას ნიშნავს, საქართველო გაბრწყინდებაო - იმას, რომ ათიოდე წლის ბავშვი უკვე ხვდება, სად არის ჭეშმარიტება, შესისხლხორცებული აქვს მარადიული ფასეულობები და მის სულს წამიერადაც არ იტაცებს ამქვეყნიური წარმავალი ფუფუნება!

როგორც უფალი გვასწავლის, მის მეორედ მოსვლამდე ბოროტი თავს არ დაგვანებებს, მაგრამ ვაი მას, ვისი ხელითაც აღსრულდება ბოროტება!

ღმერთის ნებითა და მართლმადიდებლური გამოცემების, რადიო "ივერიისა" და კეთილი მოძღვრების დახმარებით სულ უფრო მეტი ადამიანი აღწევს თავს ბოროტის საცდურს.

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
54 წლის მ.მ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler