კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
ჩემმა ყოფილმა სიძემ, რომელსაც ჯვარი ჰქონდა დაწერილი ჩემს ქალიშვილზე, ხელმეორედ იქორწინა და ჯვარი დაიწერა ახალ მეუღლესთან. რამდენად ქრისტიანულია მისი ეს საქციელი?

არსებობს ჯვრის ახსნის საგანგებო ლოცვა, რომელსაც კითხულობს ეპისკოპოსი. ჯვრის ახსნის შემდეგ შესაძლებელია განსხვავებული რიტუალური წესით ჯვრისწერა.

საჭიროა თუ არა ეკლესიაში სურათის გადაღებისას ამ ეკლესიის მოძღვრისგან კურთხევა?

ეკლესიაში სურათის გადაღებისას მოძღვრისგან კურთხევის აღება აუცილებელია!

შეიძლება თუ არა დედათა წესის დროს სახლში ნაკურთხი წყლის მიღება, ხატების წინ დგომა ან ლოცვების კითხვა?

დედათა წესის დროს სახლში შეიძლება ხატების წინ დგომა და ლოცვების კითხვა. არ შეიძლება სიწმინდეთა (ნაკურთხი წყლის, სეფისკვერის) მიღება ან შეხება.

ეკლესიაში შესული მორწმუნე, ხშირ შემთხვევაში, გადაიწერს პირჯვარს და ემთხვევა ხატს ან ჯვარს. რამდენად ჰიგიენურია ეს და ხომ არ გამოიწვევს რაიმე ინფექციურ დაავადებას?

ეკლესიის 2000-წლიან ისტორიაში ისეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჯვრისა და ხატის ამბორისყოფისა თუ ზიარების შედეგად გავრცელებულიყო ინფექციები. პირიქით კი მრავალი შემთხვევაა ცნობილი: გავრცელებულ ინფექციებს გვერდი აუვლია სწორედ ერთი საზიარებელი კოვზით მაზიარებელთათვის. ზიარება არაერთი მორწმუნისთვის გამხდარა სასწაულებრივი კურნების მიზეზი!

შეიძლება თუ არა ფულის შენახვა კეთილ საქმეთათვის?

კეთილი საქმეებისთვის ფულის შენახვა არ არის ვერცხლისმოყვარეობა. შემდეგ, როდესაც საქმე შესრულდება, შეიძლება, აღარ აგროვო და მთლიანად ღმერთს მიენდო (წმინდა მამა თეოფანე დაყუდებული).
ბეჭდვა
1კ1