კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
* რატომ არ არის მარხვაში თაფლის მიღება აკრძალული? თაფლიც ხომ ცხოველურია, ისევე როგორც რძე და რძის პროდუქტები?
- თაფლი არ არის ცხოველური პროდუქტი, რამეთუ არც ფუტკარია ცხოველი. მარხვაში ცხოველური პროდუქტების აკრძალვა მათ ნოყიერებას უკავშირდება. ასეთი პროდუქტები ადამიანს კარგად ანაყრებს და ორგანიზმზე განსაკუთრებით ზემოქმედებს. ცხოველურ პროდუქტებს (ხორცს, რძეს) ცხიმიც განსაკუთრებული აქვს (სქელი, მყარია ოთახის ტემპერატურაზე). სამარხვო პროდუქტები კი ნაკლებად ნოყიერია, ცხიმიც არ მყარდება. ამიტომაა, რომ თვით თევზიც სამარხვო საჭმელად ითვლება. ზემოთქმულიდან ნათელი ხდება, რომ მწერიც სამარხვო პროდუქტი იქნებოდა, მისი საჭმელად გამოყენების ტრადიცია რომ გვქონოდა.

სახარებაში მოხსენიებული მკალი, რომელსაც წმინდა იოანე ნათლისმცემელი თაფლთან ერთად იღებდა, ერთ-ერთი განმარტებით განსაკუთრებული სახეობის კალია იყო, რომელსაც ადგილობრივები საკვებად იყენებდნენ. ხოლო წმინდა იოანე რომ დიდი მმარხველი იყო, ეს, ალბათ, ყველასათვის ცნობილია.

თვით პროდუქტების შემადგენლობაც ნათელს ხდის ყოველივეს - რძეს თითქმის ხორცის მსგავსი შემადგენლობა აქვს, ხოლო თაფლი შემადგენლობითაც წმინდა მცენარეული პროდუქტია და ღვთისაგან ადამიანისთვის ბოძებული ერთ-ერთი საჩუქარია.

* როგორ დავიცვათ თავი ჯადოსაგან?

- როგორ დავიცვათ თავი ბოროტი ვეზირისაგან? უნდა ვიმეგობროთ მეფესთან. როგორ დავიცვათ თავი ბოროტი, დაცემული ანგელოზისაგან, ანუ ეშმაკისაგან? უნდა ვიმეგობროთ ზეციურ მეფესთან, ანუ ქრისტესთან.

ზეციურ მეფესთან, ანუ ქრისტესთან მეგობრობა მისი კანონების, ანუ ახალი აღთქმის მცნებების (ე.ი. არასაკმარისია ძველი აღთქმის ათი მცნების აღსრულება) აღსრულებას ნიშნავს. იყავით ქრისტეს ერთგული მოწაფენი და ჯადოზე მხოლოდ გაგეცინებათ.
ბეჭდვა
1კ1