კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
* არის თუ არა თარსი რიცხვი 13?
- რიცხვი "13" აბსოლუტურად ჩვეულებრივი რიცხვია. საერთოდ, ნებისმიერი საგნისა და მოვლენისათვის მისტიკური მნიშვნელობის მინიჭება და შიშის გამომწვევ ობიექტად ქცევა მათ კერპად გადაქცევას იწვევს. ასეთი საგნებისა და მოვლენების უკან ბოროტი სული დგება (არა თავისთავად, არამედ იმათთვის, რომელთაც მათ მიმართ ამგვარი განცდა აქვთ). ამიტომ მათი და მათ შორის რიცხვი "13"-ის მოშიში ნებით თუ უნებლიეთ "13"-ის გამკერპებელი, ანუ ეშმაკის მოშიში და თაყვანისმცემელი ხდება. ქრისტიანი, რომელიც ღვთის მონა და მეგობარია, არავის ემონება და ყოველგვარი ცრურწმენისა და პირობითობისაგან თავისუფალია.
ბეჭდვა
1კ1