აკაკი წერეთელი - რაჭის ერისთავი როსტომ
აკაკი წერეთელი - რაჭის ერისთავი როსტომ
"შენც წახდი, მეც წამახდინე, ქრისტე აღსდგა, გიხაროდენ!"
როსტომ ერისთავი მის დროში გამოჩენილი და სახელოვანი კაცი იყო. "ორმოში დამალულ კაცს კატაც ვერ დასჩხავლებს, მაგრამ ხეზე გასულს კი ძაღლებიც უყეფენ" და, რასაკვირველია, ცხოვრების მაღალ საფეხურზე მდგარ ერისთავსაც ბევრი შეჰყეფდა, ბევრი მტერი ჰყავდა, მაგრამ ვერავინ კი რას აკლებდა, სანამ მისი ერთგული და მისთვის თავდადებული ჯაფარ ჯაფარიძე თან ახლდა. მოინდომეს მტრებმა მათი დაშორება, მაგრამ მტრობით რომ ვერა მოახერხეს რა, მოყვრობით შეეპარენ ერისთავს, სცდილობდნენ შეესმინათ ჯაფარაზე, ეუბნებოდნენ: ეს კაცი ამისთანა-იმისთანააო, ნუ ენდობიო! რათ გინდა? შენ სახელშიაც კი წილი უძევს: სადაც შენს ქება-დიდებას ამბობენ, იქ ერთად ჯაფარასაც ახსენებენ ხოლმე და "რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელიაო" და სხვანი.

ამგვარი რამეები ბევრჯერ გააგონეს თავმომწონე და გამედიდურებულ ერისთავს, დიდხანს იმაგრებდა თავს, მაგრამ "გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისაო", - შეურყიეს გული ჯაფარაზე ერისთავს, გააწირვინეს ერთგული შინაყმა. აუკრიფა მიზეზი ბატონმა ყმას და უდანაშაულო ჯაფარას თვალები დასთხარა თავმოყვარეობით თვითონაც თვალდამდგარმა როსტომ ერისთავმა და, რასაკვირველია, იმავე დროს თავისი მარჯვენაც გააგდებინა.

მტრებმა დრო იშოვეს, შეეძალენ, ერთგული ჯაფარა მათ ხელს ვერ უშლიდა, მიიმხრეს სარდალი პაპუნა წერეთელიც და დაუწყეს ერისთავს მეფესთან ბეზღება.

თუმცა გულის გასაღები ჯოჯოხეთში იჭედება, მაგრამ ყველაზე ვერ სჭრის. მეფე სოლომონ პირველი წინდახედული, აუჩქარებელი კაცი იყო და ყურადღებას არ აქცევდა ქვეყნის მითქმა-მოთქმას, სანამდი ბრალი არ შეემჩნა ერისთავს მეფის ორგულობისა. მაშინვე ჩამოაყვანია გეგუთში, დაათხრევინა თვალები და გადასცა მისს მოსისხარ მტერს, პაპუნა წერეთელს:

- რაც გინდოდეს, ის უყავიო!

წერეთელმა, როგორც ფილისტიმელებმა სამსონ ძლიერი, წააყვანინა საჩხერეს და ჩასვა "მოდინახის" ციხეში. იქ თუმცა წისქვილის ქვას არ აბრუნებინებდა ტყვეს, მაგრამ ნაკლებ შეურაცხყოფას კი მაინც არ აყენებდა; როგორც განთქმული მგალობელი, მიჰყავდა ხოლმე ლხინში და ამღერებდა და ხშირადაც თურმე დასცინებდა ხოლმე საჯაროდ: "როსტომ ერისთავო! ხომ გახსოვს, ჭალებში რომ ჩამომიხტი და ხვადაბუნები დამიხანიო? ახლა მე გიხდი სამაგიეროს და შენს გულსა ვფარცხავო". და ასტყდებოდა ხოლმე სტუმრებში სიცილ-ხარხარი.

დიდი შაბათია. აღდგომა ძალი. დღე და ღამე ჯერ კიდევ არ გაყრილა. საყდრის გალავანში შემოდის ერთი ახალგაზრდა და თან შემოჰყავს მოხუციც.

- შვილო, - ეკითხება მოხუცი, - მოვედით? სადა ვართ?

- საყდართან - უპასუხებს ახალგაზრდა. - აი, ქვაცა. დაჯექ და შეისვენე.

- კეთილი! აბგა თან გაქვს? ხომ არ დაგკარგვია?

- რა დამიკარგავდა?

- რა ვიცი, შვილო, შორი გზა გამოვიარეთ, მგზავრს ყველაფერი შეემთხვევა!

- არა, ჩვენ, ღვთით, მშვიდობიანად ვიმგზავრეთ.

- მადლობა უფალს! აბა, შვილო, გახსოვდეს: ხალხი რომ ლიტანიას შემოუვლის, მეც მომკიდე ხელი და ჩვენც შემოვუაროთ საყდარს. კელაპტარი აანთე და მომეცი ხელში. ბატის კვერცხი ხომ არ გაგტეხია?

- არა, ბატონო!

- მაშ მომეცი აქ, დიდ-კაცს დიდი კვერცხი უნდა მივუმკვლიო! - დაამატა ნაღვლიანის ღიმილით. - არ გაგიწყრეს ღმერთი, ჩემი ვინაობა არავისთან წაგცდეს.

- რომ მკითხავენ და არას ვიტყვი, ვაი თუ გამირისხდნენ?

-მუნჯობა მოიგონე... მაგრამ ან კი ვინ რასა გკითხავს, ვინ მოგვაქცევს ყურადღებას? ახლა კი ცოტა მივწვეთ და თვალი მოვატყუოთ! ღამე კიდევ დიდია.

ირიჟრაჟა, განთიადია. გაისმა სამხიარულო ზარის ხმა და ფეხზე დააყენა სოფელი. მორთულ-მოკაზმულები ჯგუფ-ჯგუფად მოდიან ეკლესიაზე... ააბდღვიალეს კელაპტრები და ლიტანიას უვლიან...

"ქრისტე აღსდგა!" - ახარებს მღვდელი მრევლს. – "ჭეშმარიტად!" - ერთხმად შეგრგვინავს მრევლიც და ეს ერთი სიტყვა, თვრამეტი საუკუნისაგან გაფოლადებული, ძვალ-რბილში უვლის ყველას. შეუდგნენ ღვთის მსახურებას. დიდი და პატარა, ქალი თუ კაცი, ყველა ერთად სულ სხვა გუნებაზეა... სხვა ფერი აძევთ და თვით წირვა-ლოცვაც თითქოს არაჩვეულებრივ ძალასა და სიტკბოს გამოსცემსო. მგალობლებიც სამხიარულოდ აკრიმანჭულებენ "ქრისტე აღსდგას". დვრინი უკვერავს მგალობლებს და იქაურობას აყრუებს... მივიდა მგალობლებთან უცნობი მოხუცი და ხმის კანკალით წარმოთქვა: "ვიცანი შენი ხმა, როსტომ ერისთავო! ქრისტე აღსდგა!"

- ვინ ხარ შენ? - უპასუხა შემკრთალმა ერისთავმა.

- ვეღარ გამიხსენე? შენც წახდი, მეც წამახდინე... ქრისტე აღსდგა, გიხაროდეს!

- ჯაფარა?! - დაიბობღინა ერისთავმა: - მეც წავხდი, შენც წაგახდინე... ქრისტე აღსდგა, გიხაროდეს!

ჩაეკვრნენ ერთმანეთს გულმკერდში ორი ბრმა მოხუცი, გადააჭდეს ყელი ყელს და აქვითინდნენ...

ხალხი სულგანაბული მისჩერებოდა მათ. უცბად მოსხლტა, მოშორდა ჯაფარა როსტომს და უთხრა: "არა, ბატონო ერისთავო, არ შეშვენის დღეის დღეს ტირილი! ქრისტე აღსდგა და აღადგინა მკვდრეთით კაცთა ნათესავიო".

- მართალი ხარ, ჩემო ჯაფარა, ისე, როგორც ყოველთვის; შენ შენი იცი და მე კი სწორედ მაშინ აღმადგინა მკვდრეთით, როცა უბედურება მომივლინა და თვალები დამთხარეს! მანამდი მე ყველაფერს ვუმზერდი და ვერასა ვხედავდი! ყურს ვუგდებდი და არა მესმოდა რა! მაშინ კი პირველად გავახილე გონების თვალი, ჩავიხედე ჩემს გულში და ყოველივე დავინახე: მედიდურობით გაბოროტებული, თურმე ჯოჯოხეთის მონა ვიყავი და ახლა კი ქრისტეს ვემსახურები! და ვუგალობთ მას შვებითა და სიხარულით! აბა, ერთი ჩვენებური, ძველებური, რაჭული "ქრისტე აღსდგა" დავძახოთო, - უთხრა ერისთავმა.

ამოისვეს ორივემ ხელები ამოთხრილ თვალებში ცრემლების ამოსაწმენდად, გაისწორეს ხმა ჩახველებით და შეხმატკბილდნენ. ახალგაზრდა მხლებელმა დაიწყო, ჯაფარამ მაღალი ბანი მიაყოლა და როსტომ ერისთავმა ზედ დვრინი დააკვერა. გაისმა "ქრისტე აღსდგა", რომლის მსგავსიც მანამდი საწერეთლოს არა გაუგონია რა. მოხიბლულ მსმენელებს ჟრუანტელმა დაუარათ...
ბეჭდვაელფოსტა
16.11. 2021
მარიამი
თეკლა დაო, ნუთუ მეტი ვერაფერი დაინახე გვარის გარდა, ძალიან ვწუხვარ.
06.05. 2021
tekla
როსტომ ერისთავმა დაიჭირა რაჭის თავადი ჯაფარა ჯაფარაშვილი, მოსთხარა თვალები და წაართვა უწერას მჟავე და სხვაი საკალმახე წყლები, იქვე ვაკე ადგილები, ჭაობიანი ლაშეები, მთები. ამასთანავე წაართვა ონის ციხე და პატარა ქალაქი, რომელიც მისი იყო; ამასთანავე წაართვა მთელი სოფელი გლეხნი გროლისა. ჯაფარაშვილი იყო და არა ჯაფარიძე.
06.05. 2021
tekla
აკაკი წერეთლის 1899 წლის კრებულის თანახმად როსტომ ერისთავმა თავად ჯაფარა ჯაფარაშვილს დასთხარა თვალები და არა ჯაფარიძეს. „როსტომ ერისთავმა დაიჭირა რაჭის თავადი ჯაფარა ჯაფარაშვილი, მოსთხარა თვალები და წაართვა უწერას მჟავე და სხვაი საკალმახე წყლები, იქვე ვაკე ადგილები, ჭაობიანი ლაშეები, მთები. ამასთანავე წაართვა ონის ციხე და პატარა ქალაქი, რომელიც მისი იყო; ამასთანავე წაართვა მთელი სოფელი გლეხნი გროლისა. ''
სხვა სიახლეები
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
01.10.2021
საზოგადოების უმეტესობამ ალბათ არც იცის, რომ თავის დროზე ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ივანე ჯავახიშვილი არჩევნებში მონაწილეობდნენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler