"აღსდგა საქართველო"
"აღსდგა საქართველო"
"1918 წელი, მაისის 26. ცხადდება აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა. ზეიმი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, ერთი მოზეიმე მირბის მამა დავითისკენ. ექსტაზით აყვანილი და აელვარებული უახლოვდება სალოცავს. ავარდება სამრეკლოზე და ზარების რეკვით ამცნევს სამშობლოს "აღსდგა საქართველო". მე არ მეგულვება არც ერთს უნივერსალურ ეპოსში მამულიშვილური აქტი ეგზომ აყვანილი მითიურ სიმაღლემდე. ყველამ იცის, ვინ იყო ეს მოზეიმე: ვლასა მგელაძე... მარტოდმარტო ეს ფაქტი საკმაოა, რომ ვლასა შევიდეს "ქართლის ცხოვრებაში", როგორც რაინდი, მზიური შარავანდით მოსილი", - წერდა გრიგოლ რობაქიძე. ვლასას როცა ჰკითხეს, დამოუკიდებლობის დღეს გვიან შუადღემდე რად არ ჩანდიო, უთქვამს: მამადავითის ეკლესიაში ზარს ვრეკდი. ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, დიმიტრი ყიფიანს თავისუფლება მივულოცეო.


ბეჭდვა
1კ1