ძველი გაზეთები - ქართული გარდამოხსნა ტობოლსკში
ძველი გაზეთები - ქართული გარდამოხსნა ტობოლსკში
(მოწერილი მოსკოვიდამ)
1891 წლის (N5) "ივერიაში" ვკითხულობთ, რომ - ტობოლსკიდამ მოუვიდა მოსკოვის საარხეოლოგიო საზოგადოებას ფოტოგრაფიულად გადმოღებული ზედ-წარწერა გარდამოხსნისა ქართულს ენაზედ. რამდენათაც შეიძლებოდა გარჩევა, ვეცადეთ აღგვედგინა მისი შინაარსი. ზედწარწერა ასომთავრული ხუცურია. ვის დროს წაუღიათ ტობოლსკში ეს გარდამოხსნა, არა სჩანს და არც არავინ იცის. აი თვით ზედწარწერა:
გარდამოხსნა
წმიდაო ღმერთო და დიდო ალავერდის მთავარ მოწამეთა მოწამეო, წმ გიორგი, შეეწიე და ცოდვათა შენდობით დაიცვენ პატიოსანი მეფე ალექსანდრე და ძენი მათნი იტ... (დიმიტრი?) მეფე გიორგი და ლეონ და ანა დეოდოფალი შეიწყალე და ცოდვანი მათნი შეუნდვნენ და მეოხ ეყავნ წინაშე ქრისტესა ღმერთსა. ჩვენ ცოდვილმან (გიძღვენით?) მცირე ესე შესაწირავი ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად და (ქრისტეს?) სადიდებლად შეიწირე და მეოხ გვეყავნ წინაშე ღმერთსა იესო ქრიტესა. გარდამოხსნის გარშემო რამდენიმე სურათია ხელოვნურად დახატული. ზოგიერთს მინაწერი აქვს "იერუსალიმი", "მიქეილ-გაბრიელი", "წმ. ნიკოდიმე", "ანნა, კაიაფა, იუდა", "პილატისა განკითხვა", "ჯვარსა აღვსვლა". როგორც ჰხედავთ, შესანიშნავი ადგილები წმ. სახარებისა "სურათად" არის წარმოდგენილი ამ გარდამოხსნაზედ. აქ მოხსენებული მეფე ალექსანდრე უნდა იყოს, ჩემის აზრით, ალექსანდრე პირველი კახეთის მეფე. (1511). მის მეუღლედ ისტორიული წყაროები ასახელებენ ხან თინათინს, ხან ანნას; ჩვენი ზედ წარწერა იხსენიებს უკანასკნელს სახელს. აქვე მოყვანილი მეფე გიორგი არის გიორგი მეორე, სახელწოდებული ავგიორგად (1513). თუ ორი ასო, ძნელად გამორკვეული იტ... ჰნიშნავს , მაშინ ჩვენ უნდა ვიცნოთ ძე ალექსანდრესი დიმიტრი თვალშვენიერი. ლეონი, ძე ალექსანდრესი, არ არის ცნობილი "ქართლის ცხოვრებაში", შვილიშვილი-კი მისი ლევან მეორე, ძე ავგიორგისი მოხსენებულია ჩვენს ისტორიაში. ჩვენ არ გვგონია, რომ აქ ეს იგულისხმებოდეს. შეიძლება ალექსანდრეს ჰყავდა ძე, ლეონ (ლევან) და მემატიანემ არ მოიხსენა, რაიცა ხშირია. ამ ზდწარწერას, ზემო მოყვანილ ცნობების მიხედვით, ჩვენ მივაწერთ მე XVI საუკ. დამდეგს.
ა. ხახანაშვილი
ბეჭდვა
1კ1