გაზეთი "დროება" (1884წ. N118) ალავერდის შესახებ გვამცნობს:
გაზეთი "დროება" (1884წ. N118) ალავერდის შესახებ გვამცნობს:
-კახეთის მთის კალთის ველზედ, ალაზნის დასავლის მხარეს, არის დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი და გუმბათიანი ეკლესის, რომელსაც ჰქვიან ალავერდი. ამან მიიღო სახელი ალავერდის გამო, რადგანაც არის ალონ-გვერდს, მხოლოდ მურვან-ყრუს შემდეგ ამას უწოდეს "ალავერდი", რაიცა ნიშნავს ღმერთმა მომცა. ეს ეკლესია აღაშენა წმინდა იოსებმან, რომელიც იყო ათცამეტ მამათაგანი და ჰყო პირველად წმიდა გიორგის მონასტრად... მამა იოსები, შემდეგ წოდებული ალავერდელად, ამავე ტაძარშია დასაფლავებული მარცხენა მხარეს. ამ ეკლესიის დღეობა მოდის წელიწადში ორჯერ: ერთი სექტემბრის 14-ს, ჯვართამაღლების დღეს, და მეორეც ნოემბრის ათს, წმიდა გიორგის დღეობას. მთელი კახეთი და თითქმის მთელი ქართლიც, თუ არა ვსცდებით, თორმეტს სექტემბერს ჯვართამაღლების მაგიერ უწოდებენ ალავერდობას.
ბეჭდვა
1კ1