სვეტიცხოვლობის დღესასწაულსის შესახებ 1897 წლის "ცნობის ფურცელი" გადმოგვცემს
სვეტიცხოვლობის დღესასწაულსის შესახებ 1897 წლის "ცნობის ფურცელი" გადმოგვცემს
"საუცხოვოდ ჩაიარა წლევანდელმა დღეობამ სვეტიცხოვლის ტაძრისამ. ეს ხუთი წელიწადია, რაც ასეთი კარგი დარი არა ყოფილა და არც ამდენი მლოცველები მოსულან, როგორც წლეულს. ნაწირვევისათვის იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ გალავანში ძლივას ეტეოდნენ.

სოფლებიდან ხომ აუარებელი ხალხი მოაწყდა! წინა ღამეს, ჩვეულებრივ ღამე უთიეს ტაძრის გალავანში. როგორც წინა ღამეს, ისე თვით 1 ოქტომბერს ტფილისიდან მცხეთამდე თხუთმეტამდე მატარებელი მოვიდა და მოიყვანა მლოცველები, ყოველთვის ვაგონები სავსე იყო ხალხითა. მცხეთასა და სადგურის შუა ეტლები ასამდე იყო. შეუსვენებლივ დაჰყავდათ იქით-აქეთ ხალხი, მაგრამ მაინც ვერ ასდიოდნენ.

KARIBCHE

წინა დღით საღამოზე მლოცველი ბრძანდებოდა არქიმანდრიტი ლეონიდი. ხოლო მეორე დღეს მწირველი ბრძანდებოდა მისი ყოვლად უსამღვდელოესობა საქართველოს ექსარხოსი ვლადიმერი თანამსახვრებითა და დანარჩენის სამღვდელოებითურთ. გალობდა ტაძარში ორი გუნდი მგალობელთა: ექსარხოსისა და მღვდელ ვ. კარბელაშვილისა.

აქ მომსვლელი ერთს თვალსაჩინო უხერხულობას იგრძნობდა. სხვა მონასტრებში აუცილებლად იყიდება დაწვრილებითი აღწერილობა ეკლესიისა. მცხეთა კი, ეს შესანიშნავი ისტორიული ნაშთი საქართველოსი, უცხო მლოცველთათვისაც კი არა, ქართველებისთვისაც კი გაუცნობიერებელი რჩება. რამდენი ხატია შიგ, ძვირფასი და ძველის ძველი, რამდენი საფლავები ჩვენის მეფეებისა, თუ სამეფო გვარეულობის წევრთა და მათი ერთად იაფ-ფასიან წიგნში აღწერილი კი არ არის. ჩვენის აზრით, ყველაზე მეტად ამისათვის ადგილობრივმა მღვდელმა უნდა იზრუნოს. მლოცველი, ვინც მოვა, ყველა იყიდის თითო წიგნს ტაძრის აღწერილობისას, თუ იაფად იქნება დაბეჭდილი და ამით გაიცნობს საქართველოს დიდებას, და მეორეც წიგნის გასყიდვით შემოსული ფული განსაახლებლად რომ აგროვებენ იმ თანხას მიემატება.

KARIBCHE
ბეჭდვა