მამადავითის ეკლესიაზე ზარს ვრეკდი. ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, დიმიტრი ყიფიანს თავისუფლება მივულოცეო!!!
მამადავითის ეკლესიაზე ზარს ვრეკდი. ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, დიმიტრი ყიფიანს თავისუფლება მივულოცეო!!!
"1918 წელი, მაისის 26. ცხადდება აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა. ზეიმი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, ერთი მოზეიმე მირბის მამა დავითისკენ.
ექსტაზით აყვანილი და აელვარებული უახლოვდება სალოცავს. ავარდება სამრეკლოზე და ზარების რეკვით ამცნევს სამშობლოს "აღსდგა საქართველო". მე არ მეგულვება არც ერთს უნივერსალურ ეპოსში მამულიშვილური აქტი ეგზომ აყვანილი მითიურ სიმაღლემდე. ყველამ იცის, ვინ იყო ეს მოზეიმე: ვლასა მგელაძე... მარტოდმარტო ეს ფაქტი საკმაოა, რომ ვლასა შევიდეს "ქართლის ცხოვრებაში", როგორც რაინდი, მზიური შარავანდით მოსილი", - წერდა გრიგოლ რობაქიძე.
ვლასას როცა ჰკითხეს, დამოუკიდებლობის დღეს გვიან შუადღემდე რად არ ჩანდიო, უთქვამს: მამადავითის ეკლესიაზე ზარს ვრეკდი. ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, დიმიტრი ყიფიანს თავისუფლება მივულოცეო.

ვლასა ზომლეთში დაბადებულა 1871 წელს. ადრე დაობლებულა, აკეთის სკოლის დამთავრების შემდეგ ბიძამისს ქუთაისის სტამბაში მიუბარებია შეგირდად: "მახსოვს, როგორ დამაყენეს სასწავლად, სად როგორი ანბანია უჯრედებში, იმის დასაზეპირებლად. მე ვახსენე წმინდა გიორგი, მთავარანგელოზი, შევთხოვე მამის ძირითად ხატს, აკეთის მაცხოვარ თეთროსანს, რომ ჩქარა დამესწავლა და დედის იმედი გამემართლებია", - იგონებდა ვლასა. ჯერ ექვთიმე ხელაძის სტამბაში მუშაობდა, მერე კარგა ხანს მაქსიმე შარაძის სტამბაში. ჟურნალ "კვალსა" და "ჯეჯილს" აწყობდა. ვლასა მხილველი და მონაწილე გახდა იმდროინდელი ღირსშესანიშნავი მოვლენებისა, ქართველებში ეროვნულ სულს რომ აღვიძებდა. "მესამე დასელი", სოციალ-დემოკრატი, დიდი პატრიოტი საქართველოსი, ბოლშევიკებს უცხოეთში გაექცა, ჯერ ბერლინშია, ბოლოს პარიზში... აქვე გარდაიცვალა და დაკრძალეს დაბა ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
ბეჭდვა
1კ1