წმინდა ვახტანგ გორგასლის მადლის მქონე ღუდუშაურები ხევში გამორჩეულნი იყვნენ
წმინდა ვახტანგ გორგასლის მადლის მქონე ღუდუშაურები ხევში გამორჩეულნი იყვნენ
ღუდუშაურების გვარზე პირველი წერილობითი ცნობები ჩანს XV-XVIII საუკუნეების გერგეტის სამების "სულთა მატიანეში". XVI საუკუნის მოსახსენებელში ვკითხულობთ: "სულსა მოძღვრისა ღუდუშაურისა ჯერასიმესსა შეუნდოს ღმერთმან, ამინ. მეუღლესა მისსა რუსუდანს შეუნდოს ღმერთმან. ამინ... სულსა ღუდუშაურისა მოძღვრისა გიორგისა შეუნდონ ღმერთმან, მისსა მეუღლესა ანნას, შეუნდონ ღმერთმან, მათსა შვილსა" (შვილის სახელის ამოკითხვა ხელნაწერის სიძველის გამო ჭირს)... ხევის რომელ ეკლესია-მონასტერში მოღვაწეობდნენ მოძღვარი ჯერასიმე (იგივე გერასიმე) და მოძღვარი გიორგი, ამის შესახებ მემატიანე არაფერს გვამცნობს.

სოფელ კვირაის ძალთაი იყო ღუდუშაურების პირველი საცხოვრისი. შემდეგ ჩამოსახლდნენ ქვემოთ და წინაპრის, სნოს პატივსაცემად ამ ადგილს "სნო" დაარქვეს, ძველი ნამოსახლარი, მთის ადათისამებრ, სალოცავად გაიხადეს.

ლეგენდის მიხედვით, სნოს თავი გამოუჩენია წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის მეთაურობით ალანებთან ბრძოლაში. მეფეს მისთვის ციხის აშენების ნება დაურთავს და ვაჟიშვილი ღუდუშაც მოუნათლავს. აქედან იღებს სათავეს ღუდუშაურების გვარი. "დავლათი ღუდუშაურთა ღვთისგან აქვს ნაბოძვარია", - ამბობს ხალხური ლექსი. როგორც ჩანს, წმინდა ვახტანგ გორგასლის მადლის მქონე ღუდუშაურები გამორჩეულნი იყვნენ ხევში. ხალხური პოეზიიდან და ისტორიული ძეგლებიდან ცნობილია ღუდუშაურების გვარის რამდენიმე წარმომადგენელი: შიოლა, შარამბალი, პაპაი, მამუკა, გივი, შამახალა და მარტია.

KARIBCHE KARIBCHE

ყველაზე უხვი ცნობები მოიპოვება შიოლა ღუდუშაურის შესახებ. იგი ცხოვრობდა XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის I ნახევარში. შიოლა თეიმურაზ I-ის, გიორგი სააკაძის, ნუგზარ და ზურაბ არაგვის ერისთავების თანამედროვეა.

გადმოცემით, შიოლას მარაბდის ომში უსახელებია თავი და ჯილდოდ ვერცხლის იარაღი დაუმსახურებია (ნიკოლოზ ბერძენიშვილი, "ღუდუშაურების ამბავი"). შიოლას დროს შენდება ციხე სნოში, ვახუშტი ბატონიშვილი მას ღუდუშაურის ციხედ მოიხსენიებს - "აქ არის ციხე ღუდუშაურისა მცირე, არამედ ფრიად მაგარი". სნოს ხეობა და მდინარე, გვიანდელი წერილობითი წყაროებით, მოიხსენიება როგორც ღუდუშაურის ხეობა და ღუდუშაურის წყალი. ეს მიუთითებს, რომ შიოლა ღუდუშაური სამემკვიდრეოდ თუ სამოხელეოდ ფლობდა სნოს ხეობას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, ვინაიდან ამ ხეობაზე გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიის თბილისთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა, რომლის საიმედო დაცვა მეტად მნიშვნელოვანი იყო.
უწმინდესმა ღუდუშაურის წყლის პირას, ღუდუშაურის ციხის პირდაპირ აღმართა მისი ძეგლი, გაიხსნა მისივე სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრი. სტეფანწმინდისა და ხევის მმართველი ეპისკოპოსის რეზიდენციამ ამ ცენტრში დაიდო ბინა. რეზიდენციის გვერდით წმინდა ნინოს დედათა მონასტერია დაფუძნებული.
ბეჭდვა
1კ1