მან თავზე დაიდგა საქართველოს მეფის გვირგვინი და ისტორიაში დაივანა გიორგი V ბრწყინვალის სახელით...
მან თავზე დაიდგა საქართველოს მეფის გვირგვინი და ისტორიაში დაივანა გიორგი V ბრწყინვალის სახელით...
მეფე დემეტრე II თავდადებულს მესამე ცოლისგან - ბექა ჯაყელის ასულ ნათელასაგან - ჰყავდა მხოლოდშობილი ვაჟი, გიორგი. "მარტო შვა დედამან, ვითარცა მარგალიტისათვის თქმულ არს მარტოება უმჯობესისათვის. მონღოლთა ყაენისაგან საბედისწერო გაწვევის ჟამს დემეტრემ ნათელა და ყრმა გიორგი ტაოს გაგზავნა, იშხანის ციხეში თავშესაფარებლად, ხოლო მეფის სიკვდილით დასჯის შემდეგ, უფლისწულის აღზრდა მისმა ბაბუამ-ბექა ჯაყელმა იკისრა.

1314 წელს, ბექა ჯაყელის თავგამოდებით დ მონღოლი ყაენის თანხმობით, მან თავზე დაიდგა საქართველოს მეფის გვირგვინი და ისტორიაში დაივანა გიორგი V ბრწყინვალის სახელით...
გიორგი ბრწყინვალე თავგამოდებით ზრუნავდა, აღედგინა "ყველა რჯულის" მსოფლიოში დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროინდელი პრესტიჟი საქართველოსი. გავიხსენოთ, XI საუკუნეში, პროხორეს მეთაურობით, ქართველებმა იერუსალიმში როგორ ააგეს ჯვრის მონასტერი. მერე დავით აღმაშენებელმა სინას მთაზე ააშენა ქართული ეკლესია. ყოველივე ამას დიდ სარწმუნოებრივ მნიშვნელობასთან ერთად ასევე დიდი პოლიტიკური მიზანდასახულობაც ჰქონდა: მუსლიმანურ აღმოსავლეთში და ქრისტიანულ ევროპაში ქართული პრესტიჟის "გამსოფლიოება". მუსლიმანებმა, ეგვიპტის სულტანის წაქეზებითა და თანადგომით, იერუსალიმის ჯვრის ლავრა ქართველ ქრისტიანებს წაართვეს და ისლამიტურ მიზგითად გადააკეთეს. ქართველებს ამიერიდან, სხვა ქვეყანათა ქრისტიანების მსგავსად, უფლება წაერთვათ ეროვნული დროშებით შესულიყვნენ იერუსალიმში. ამას გარდა, მუსლიმანებმა ქართველების დამცირებაც ისე მოინდომეს, როგორც მანამდე ამცირებდნენ დანარჩენ ქრისტიანებსაც: მათ უფლება უნდა წართმეოდათ ცხენზე თუ სახედარზე ჩვეულებრივ ფეხებგადალაჯებული შემჯდარიყვნენ. ქრისტიანები, მუსლიმანებისგან განსხვავებით, ცხენზე თუ სახედარზე ცალგვერდით ფეხებგადაწყობილი უნდა მჯდარიყვნენ, ვითარცა დედაკაცები.

იერუსალიმის ყოველი წმინდა ადგილი, მათ შორის ქრისტეს საფლავი, უკლებლივ მუსლიმანებს ჩაეგდოთ ხელში. გიორგი მეხუთემ ეგვიპტის სულთანს ელჩები გაუგზავნა-პიპა ერისთავი და დეკანოზი იოანე ბანდასძე. ქართველთა მეფე ეგვიპტელთა ხელმწიფეს საგანგებო ეპისტოლეს საშუალებით თხოვდა: მიზგითი გაეუქმებინა ჯვარის მონასტერში და დაებრუნებინა იგი მისი პატრონისათვის-ქართველი ქრისტიანებისათვის. აღარ აეკრძალა ქართველი მლოცველებისათვის ცხენზე წესისამებრ ჯდომა და მათთვის მიეცა ყოველი სხვა უფლებანი, რითაც თვითონ მუსლიმანები სარგებლობდნენ. ქართველებს დაბრუნებოდათ ტრადიციული უფლება იერუსალიმში ქართული დროშებით შესვლისა. ბოლოს, ქრისტეს საფლავის კლიტეებს მოითხოვდა ქართველი მეფე. ეგვიპტის დიდმა სულტანმა უკლებლივ აღასრულა ყველა მისი მოთხოვნა. ისევ დაუბრუნდა ქართველებს მათი ტაძრები და სავანეები პალესტინასა და სინას მთაზე. ისევ შედიოდნენ ქართველები იერუსალიმში ეროვნული დროშების რხევით, მხედრულად ამხედრებულნი. ქრისტეს საფლავის კლიტეებიც ჩამოუტანეს გიორგი მეფეს ელჩებმა იერუსალიმიდან ტფილისში.
ასე მიმართავდნენ მაშინდელი გულზვავიანი ხელმწიფენი ქართველთა მეფეს, გიორგი ბრწინვალეს:
" ალაჰმა დღეგრძელჰყოს ბრწინვალება მისი უდიდებულესობისა ხელმწიფისა სახელოვნისა და სახელგანთქმულისა, მამაცისა, უშიშარისა, ძლიერისა, დაუცხრომელად მებრძოლისა, ლომისა, ტახტ-გვირგვინისა მპყრობელისა, თავისი სარწმუნოების მფარველისა, თავის ქვეშევრდომთათვის სამართლიანისა, ბერძენთა (ქრისტიანთა) მეფეთა შორის საუკეთესოისა....თავის წინაპართაგან ტახტ-სკიპტრის დამამკვიდრებელისა. რუმისა და ერანის ქვეყნების მფარველისა, იონთა (ძველ ბერძენთა) მემკვიდრისა, ასურეთის მეფეთა მფარველისა, გვირგვინოსანთა შორის ურჩეულესისა, ქრისტიანობის განმადიდებელისა, იესოს სარწმუნოების საძირკვლისა, წმინდა ადგილთა განმადიდებელისა... მუსლიმანთა მეგობრისა, დაახლოებულ მეგობართა შორის უმშვენიერესისა, მეფეთა და სულტანთა უგულითადესი მეგობრისა"...

KARIBCHEმან ქართველ კაცს დაუბრუნა რწმენა საკუთარი თავისა. რწმენა საკუთარი სარწმუნოებისა, რწმენა საკუთარი სამშობლოისა და საერთოდ - რწმენა რწმენისა. მას მისმა ხალხმა უწოდა "ბრწყინვალე".
1346 წელს იგი მოუკვდა საქართველოს... დაიკრძალა გელათს.

საქართველოს ისტორიის ამ ურთულეს ეტაპს და კიდევ ბევრ საინტერესო რამეს, დავწრილებით, შესანიშნავი ილუსტრაციებით იხილავთ საქართველოს ილუსტრირრებული ისტორიის 24-ტომეულის მეათე ტომში, რომელიც 13 ივლისს გამოვა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად და სპეციალურ ფასად გაიყიდება 20 ივლისამდე - წიგნის სპეციალური ფასია 8,50 ლარი გაზეთთან ერთად კი - 10 ლარია.
ერთად გავიხსენოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და მომავალს განვუახლოთ წარსულის ფურცლები.
თეა ცაგურიშვილი
ბეჭდვა
1კ1