უჯარმაში გარდაცვლილა მძიმედ დაჭრილი ვახტანგ გორგასალი
უჯარმაში გარდაცვლილა მძიმედ დაჭრილი ვახტანგ გორგასალი
უჯარმა ისტორიული ციხე-ქალაქია საქართველოში. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ჩრდილოეთით 4 კმ-ის დაშორებით , გომბორის უღელტეხილის მახლობლად.
უჯარმის აშენების პერიოდად III-IV საუკუნეთა მიჯნა, მეფე ასფაგურის მეფობის პერიოდი მიიჩნევა. თუმცა უჯარმის ძლიერ ქალაქად ქცევა ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. მას შემდეგ რაც ვახტანგმა V საუკუნის მეორე ნახევარში უჯარმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია, ციხე-ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა. IV-VIII საუკუნეებში უჯარმა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიაში.
914 წელს უჯარმა არაბებმა აიღეს და დაარბიეს. ამის შემდეგ უჯარმის მნიშვნელობა ეცემა და არსებობას განაგრძობს, როგორც მცირე დასახლებული პუნქტი. XII საუკუნეში უჯარმა აღადგინა მეფე გიორგი III-მ (1156–1184 წწ.) და თავის განძთსაცავად აქცია.
უჯარმაში გარდაცვლილა მძიმედ დაჭრილი ვახტანგ გორგასალი.

ზურაბ შიოშვილის ფოტო
ბეჭდვა
1კ1