იყალთოს აკადემია
იყალთოს აკადემია
თელავის დასავლეთით, 7-8 კმ-ზე, მდებარეობს იყალთოს მონასტერი, რომელიც დაარსდა VI საუკუნის მეორე ნახევარში, ერთ-ერთი ასურელი "მამათაგანის" - წმიდა ზენონის მიერ. მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. აქ დაარსდა უმაღლესი სკოლა-აკადემია, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ, რომ აკადემიის მთავარი შენობის ირგვლივ არსებობდა მრავალი სახელოსნო, მარანი, სამჭედლო, სამეურნეო ნაგებობანი და სხვა მრავალი სათავსოები.
იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვ. აღნიშნული თეორიული კურსების გარდა მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას, მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვ. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი ეკლესია: ღვთაების, ყველაწმიდისა და სამების. მთავარ, ღვთაების ეკლესიას აქვს ბერძნული ჯვრის ფორმა. იგი აშენებულია უფრო ძველი ეკლესიის ადგილზე, სადაც დაკრძალულია მისი დამაარსებელი ზენონი. ზემოთ აღნიშნული ეკლესიები მრავალჯერაა რესტავრირებული და ამჯერად მათი თავდაპირველი სახე ძლიერ შეცვლილია. იყალთოს აკადეიამ დიხანს იარსება, მისი როლი დიდია საქართველოს განმანათლებლობის საქმეში. 1616 წელს შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ აკადემია ცეცხლს მისცეს და მან არსებობა შეწყვიტა.

აჩი გეგენავას ფოტო
ბეჭდვა
1კ1