ტაო-კლარჯეთი და ვახტანგ გორგასალი
ტაო-კლარჯეთი და ვახტანგ გორგასალი
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა". მისი დაბრუნება მხოლოდ ქართველთა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა შეძლო 456 წლის ბოლოსთვის: "უკუმოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი" ("ქართლის ცხოვრება". I ტ. თბ. 1955. გვ.117; ვ. გოილაძე. "ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი". თბ. 1991. გვ. 141-145). ვახტანგის ბრძანებით მისმა ძუძუმტემ, კლარჯეთის ერისთავმა არტავაზმა განაახლა ახიზა და ააშენა კიდევ ერთი ციხე არტანუჯში, დაარსა პირველი ქართული მონასტერი ოპიზაში და ააშენა სამი ეკლესია: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა.

არსებობდა ასევე ტრადიცია, რომელიც ვახტანგ მეფეს უკავშირებდა თუხარისის წმინდა გიორგის ეკლესიის აშენებას, თუმცა ისტორიული ცნობებით ის 350 წლის მიჯნაზე ააშენა ვარაზ-ბაქარის მამამ მირდატ მეფემ (დავით ხოშტარია. "კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები". არტანუჯი. თბ. 2005. გვ. 29, 25).


ბეჭდვა
1კ1