ვნების შვიდეული - დიდი შაბათი
ვნების შვიდეული - დიდი შაბათი
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
დედებმა, რომლებიც მაცხოვრის დაკრძალვას ესწრებოდნენ მოამზადეს ნელსაცხებელი, რათა მეორე დღეს იესოს სხეულისათვის წაეხოცათ. მღვდელმთავრები კი პილატესთან მივიდნენ და სთხოვეს საფლავთან გუშაგები დაეყენებინათ, რადგან მის მოწაფეებს მისი გვამი არ მოეპარათ და ხალხისთვის არ ეთქვათ, აღსდგაო. როდესაც იესო ქრისტეს სხეული საფლავში ესვენა, მისი სული ჩავიდა ჯოჯოხეთში. აცნობა გარდაცვლილთა სულებს თავისი გამარჯვება სიკვდილზე და გადაიყვანა ის სულები, რომლებიც იმედით ელოდნენ მის მოსვლას.
ბეჭდვა
1კ1