ნაკურთხი წყალი
ნაკურთხი წყალი
ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო - ნათლისღების საიდუმლო სწორედ წყალთანაა დაკავშირებული. ნათლისღების წყალი და საერთოდ, ნაკურთხი წყალი ჩვეულებრივი წყალი აღარ არის. ნაკურთხი წყლის უხრწნელობა ერთ-ერთია იმ სასწაულთაგან, რომელნიც დღემდე ხილულად აღესრულება. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს (წინადღესასწაულზე) ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა აღესრულება, რომელსაც სხვაგვარად დიდ აიაზმასაც უწოდებენ. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება და იგი უხრწნელების თვისებებს იძენს.

წყალს აქვს ერთი უნიკალური თვისება - თავისი არაჩვეულებრივი სტრუქტურის წყალობით მას შეუძლია ინფორმაციის შენახვა და გადაცემა. არც ერთი საგნის ენერგეტიკული ველი არ ახდენს ადამიანზე ისეთ უზარმაზარ ზემოქმედებას, როგორსაც წყალი. ეს იმიტომ, რომ წყალი მუდმივად არის ჩვენს სხეულში (ადამიანის შემადგენელი მასალის თითქმის 60% წყალია), თანაც იგი ინფორმაციას ინახავს. როდესაც წყალი ნაკურთხია, თითოეული მისი შემადგენელი ნაწილაკი გაჟღენთილია ლოცვით, ანუ საოცრად დადებითი ენერგეტიკისაა. ნაკურთხი წყლის მიღებისას ჩვენს უჯრედებში შემოდის ეს დადებითი ინფორმაცია და აღადგენს ჩვენი ორგანიზმის დარღვეულ ენერგეტიკულ ბალანსს.

KARIBCHE

ნაკურთხ წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანთათვის და ძალზე ბევრ რამეში გამოიყენება. მისით აკურთხებენ სახლებს. ადამიანები ნაკურთ წყალს ლოცვითა და რწმენით იღებენ ავადმყოფობისა და უძლურების დროს, ასევე, იპკურებენ მას სულისა და სხეულის სიჯანსაღის საწინდრად...

ნაკურთხ წყალს იყენებს ეკლესია მირონის კურთხევისას (მოხარშვისას), ტრაპეზის, ოდიკების კურთხევისას და აღდგომის დღეს, არტოსის - სააღდგომო დიდი პურის კურთხევისას. ეკლესია ნაკურთხ წყალს იყენებს აგრეთვე სხვადასხვა, რაიმეთი შებილწული საგნების და ნივთების განწმენდისა და კურთხევისათვის.
ბეჭდვა
1კ1