ტაძარში ყვავილები მიიტანეთ და აკურთხეთ - კვირას სულთმოფენობაა
ტაძარში ყვავილები მიიტანეთ და აკურთხეთ - კვირას სულთმოფენობაა
აღდგომიდან 50-ე დღეს, კვირას, მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ტაძარში ყვავილები უნდა აკურთხოთ და შინ წაიღოთ. შაბათი კი მიცვალებულთა დღეა, სულთაობა და მასაც სათანადო აღნიშვნა სჭირდება. ამ ყველაფერთან დაკავშირებულ კითხვებზე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია) გვაპუხობს:

- აღდგომიდან 50- ე დღეს სულთმოფენობაა, როგორ უნდა აღვნიშნოთ ეს დღე?

- სულთმოფენობისთვის მზადება, არის უძველესი ტრადიცია, ქრისტიანები არა მხოლოდ შინაგანად, გარეგნული თვალსაზრისითაც რთავდნენ ტაძარს ყვავილებით, მწვანე მინდვრის მასით, წირვის შემდეგ იკურთხება ეს ყვავილები. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიცია ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს, კარვობის დღესასწაულზე ისრაელიანები თავიანთ სახლებს ყვავილებითა და ბალახით რთავდნენ: ქალაქგარეთ ტალავრებს აწყობდნენ - ტოტებისგან დაწნულ კარვებს დგამდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ამ კარავში ცხოვრობდნენ და ამით იხსენებდნენ სინას მთის ძირში ცხოვრებას, სადაც უფალმა 10 მცნება მისცა მოსეს. მსგავსად მოსესა და მოციქულთა, ჩვენც უნდა აღვიჭურვოთ მოლოდინით, რათა სულიწმინდის ნიჭის ვეზიაროთ.

- ეკლესიაში ყვავილების თაიგული მიაქვთ, მინდვრის ყვავილები ჯობს თუ დეკორატიული თაიგულიც შეიძლება?
- ნებისმიერი სიმწვანის მიტანა შესაძლებელია.

- ყვავილების თაიგული გავახმოთ და ისე შევინახოთ?
- სულიწმინდის მადლი მაკურნებელ ძალას აძლევს ბალახსაც, ამიტომ მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვანესა და ბალახებს მთელი წელი ინახავენ - ზოგიერთები ბალახის ნახარშსაც სვამდა და გამოიკვეთა რომ მაკურნებელი ძალა აქვს.

- რამდენი ხანი უნდა შევინახოთ გამხმარი ყვავილების თაიგული და მერე სად უნდა წავიღოთ?
- წლიდან- წლამდე შეგვიძლია ვცვალოთ და ძველ სუფთა ადგილას დავწვათ.

- ზოგიერთი ამ გამხმარ ყვავილებს ხარშავს და სამკურნალოდ იყენებს, ზოგი ნაჭერში ათავსებს და ბალიშის ქვეშ იდებს, სხვადასხვა დაავადებებისგან კურნავსო, სწორია თუ არა ეს?
- ადამიანს რწმენისაებრ ეძლევა ყველაფერი, ჩვენს სარწმუნოებაზეა დამოკიდებული სულიერი განახლება.

- სულთმოფენობის წინა დღეს სულთაობას, მიცვალებულთა ხსენებასაც აღვნიშნავთ, რა არის ამ დღითვის საჭირო?

- წირვაზე მივიდეთ და ზიარებისთვის განვემზადოთ, ასევე ჩვენი გარდაცვლილი წინაპრები მოვიხსენიოთ. ადამიანს რატომღაც მხოლოდ ცოცხლების ჯანმრთელობა ახსენდება და მიცვალებული მივიწყებას ჰყავს მიცემული. ასაკოვან გარდაცვლილებზე არას ვამბობ.

განაგრძეთ კითხვა
ბეჭდვა
1კ1