დიდი ორშაბათი
დიდი ორშაბათი
დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს უნაყოფო ლეღვის გახმობას. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა - იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესია დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.

ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმინდა კლესია ღვთისაგან განდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილი სამყაროს აღსასრულს გვახსენებს. დიდ და მრავალრიცხოვან განსაცდელთა, იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების ჩვენებით ეკლესია მორწმუნეებს მოუწოდებს ამქვეყნიურ ბოროტებაზე ამაღლებისაკენ, სულგრძელობისაკენ, სიმშვიდისაკენ, მოთმინებისაკენ, ლოცვისა და სულიერი სიფხიზლისაკენ და მაცხოვრის მიერ სახარების მთელ ქვეყანაზე გავრცელებითა და რჩეულთათვის განსაცდელთა შეწყვეტის აღთქმით ანუგეშებს მათ (მთ. 24,14-22).
ბეჭდვა
1კ1