ჰელოუინის წარმართული დღესასწაული
ჰელოუინის წარმართული დღესასწაული
წარმართული საწყისების გადმოღება და ქრისტიანობასთან შერწყმა დაუშვებელია
წარმართული ჰელოუინის დღესასწაული ძველ კელტთა ყოფიდან იღებს სათავეს. კელტები მას 31 ოქტომბრისთვის, სავსე მთვარობისას, "ზაფხულის დასასრულს" აღნიშნავდნენ. ეს დღე კელტური ახალი წელიც იყო. ამის შესახებ უფრო ვრცელი განარტება ვთხოვეთ წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღარს, ღვთისმეტყველების მაგისტრს, ასევე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, მღვდელ-მონაზონ ანდრიას (სარია):
-მამაო, საიდან იღებს სათავეს ჰელოუინის დღესასწაული?
-ჰელოუინის აღნიშვნა სათავეს იღებს ძველი კელტების ტრადიციიდან, ირლანდიასა და შოტლანდიაში იყო გავრცელებული. დღევანდელ დღეს კი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაა. კათოლიკეებისთვის ყოველთა წმინდათა აღნიშვნის დღეა. მეთექვსმეტე საუკინიდან დიდი ხმაურით აღინიშნება იგი. წარმართული საწყისების გადმოღება და ქრისტიანობასთან შერწყმა დაუშვებელია, რის მცდელობასაც ჩვენ ვხედავთ. ერთი პერიოდი რუსულ სკოლებში იყო მცდელობა, წლის დღესასწაულად ეღიარებინათ. ვფიქრობ, მარკეტინგის თვალსაზრისითაც მოხდა გათვლა. ამას ჩვენი საზოგადოება თავიდან ვერ ხვდება და მერე კი გვიან არის უკვე. სატანის სახის მიღება(ნიღბით), თამაში ანგელოზური სახით... კარგი მიზანი ნამდვილად არ დევს და დამცინავ სულს, ეშმაკს გვამსგავსებს. შაბაშების მოწყობა მისი მოგონილია, ქრისტიანი ვერ განთავისუფლდება სულიერი პასუხისმგებლობისგან, იმის თქმით, რომ მან არ იცის, რაც არ ვიცით, ყველაფერი დაშვებული კი არ არის. შეგნებული და შეუგნებელი სატანის თაყვანისცემა ხდება ამ ფორმით.

-რა ფორმით გამოხატავენ მოზარდები ჰელოუინის მსახურებას?

- სატანის მსახურება იწყება გულიდან და შემდგომ გამოიხატება ფორმით. სამწუხაროდ, ჩვენ თვითონ ვაჩვევთ ბავშვებს ამ საქმიანობას, როდესაც მაგიური შინაარსის ფილმებს, "ილეთებს" უწყინრად ჩავურთავთ. მათაც უჩნდებათ სურვილი იგივე მოიმოქმედონ, ხან ცოცხზე ამხედრდებიან, ზოგიერთი სავალალოდ ასრულებს სიცოცხლეს და ფანჯრიდან ხტება. ბავშვები ყოველწამს უნდა გავაკონტროლოთ. მოვუსმინოთ როგორ მეტყველებენ, რას უსმენენ და რას უყურებენ. სმენითად ვხდებით სატანის მიმდევარნი. ყველაზე დიდი საფრთხე აქედან იშობა. თუ ადამიანს ეშმაკთან აქვს ხელშეკრულება დადებული, აუცილებელია გავემიჯნოთ მის საქმიანობას და საცხოვრებელიც კი შევიცვალოთ, სადაც სატანის თაყვანისცემა სრულდება, იქ ბოროტი სული ერთგვარი ხელმწიფე ხდება. ასეთი ოჯახის წევრისთვის უფალს უნდა ვთხოვოთ შეწევნა, თუმცა, გასატანებული ადამიანის მოქცევა რთულია. ერთია სატანიზმით თამაში, გართობა, მაგრამ მეორეა თავად იყო მიმდევარი და ქვეყნად სატანის დავალებებს ასრულებდე.

ბეჭდვა
1კ1