ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციაა
ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციაა
შეშა, ფიჩხი, ხმელი ფოთლები, უფრო ხშირად - მანქანის გაცვეთილი საბურავები... ქალაქებსა თუ სოფლებში უშველებელ კოცონებს აგიზგიზებენ. დიდი თუ პატარა ეიფორიას განიცდის. ისმის ყიჟინა, სიცილ-ხარხარი, ვისაც გული ერჩის, ცეცხლზე გადატხომა-გადმოხტომაში ერთმანეთს ეჯიბრება და საკუთარი "ვაჟკაცობისა" და "გულადობის" დემონსტრირებას ახდენს.

ასეთია ჩვენში ერთობ გავრცელებული ხალხური დღესასწაული - ჭიაკოკონობა.

როგორია სინამდვილში ამ რიტუალის არსი, საით მივყავართ მის ფესვებს?

ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება.

ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება გახლდათ, ადამიანი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ცოდვილი. პიროვნება ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს აქტი ცეცხლში გავლით - კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით - აღესრულებოდა.

საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ცეცხლში გაატარებენ ხოლმე - ბოროტი სულები ვერ მოგეკარებიანო.

არადა, სიმანდვილეში პირიქით ხდება.

დავით წინასწარმეტყველი ამბობს, რომ წარმართთა ღმერთები ეშმაკები არიან. ამრიგად, ჭიაკოკონის ქრისტიანული შეფასება ერთმნიშვნელოვანია.

საოცარია - ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობაში თითქმის ან სრულებით ვერ ერკვევიან, სწორედ ქრისტიანობის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ, ვნების კვირის ოთხშაბათს აწყობენ ჭიაკოკონობას. ისინი ვერ გეტყვიან რა არის ან როდის არის შობა, ბზობა, აღდგომა, სამაგიეროდ, კალენდარულად მოძრავი ვნების შვიდეულის ოთხშაბათი არაფრით გამორჩებათ...

ეშმაკის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, ადამიანი ყოფიერების ჭაობში ჩაეფლოს, იფიქროს ყველაფერზე, დაწყებული საყოფაცხოვრებო წვრილმანებით და დამთავრებული ტექნიკის მიღწევებით, ოღონდ დაივიწყოს მთავარი - ჭეშმარიტი ღმერთი.

ქრისტიანული სამყარო ვნების კვირაში ყველაზე უფრო ახლოსაა უფალთან, მასთან ერთად განიცდის მის ტანჯვას და, რაც მთავარია, ელის უფლის ბრწყინვალე აღდგომას. ჭიაკოკონობა ბოროტ ძალთა უკანასკნელი უსუსური გალაშქრებაა დიდი მისტერიის წინააღმდეგ - დგება ბრწყინვალე დღესასწაული და აჰურამაზდა, ცეცხლთაყვანისმცემლობის მთავარი ღვთაება, ბელზებელი თუ ეშმაკი ფარ-ხმალს ყრის მკვდრეთით აღმდგარი უფლის წინაშე.

მოამზადა ლევან მათეშვილმა


ბეჭდვაელფოსტა
08.04. 2015
...
ხო მაგრამ იმდენ საშინელებებს აკეთებენ ყოველდღე და ეშმაკს ემსახურებიან, რომ ჭიაკოკონობა ზღვაში წვეთია და ჩემი აზრით მას ამხელა მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, უბრალოდ სახალისო მნიშვნელობა რომ მიეცეს და არა რელიგიური დატვირთვა ბევრად კარგი იქნება
სხვა სიახლეები
12.04.2023
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.
20.04.2022

წმინდა მიწის მიმზიდველობა ჩვენი უფლის მიწიერ ცხოვრებასთან ასოცირებულ წმინდა ადგილებს უკავშირდება.

21.04.2020
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს;
17.04.2020
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
16.04.2020
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,
16.04.2020
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა:
14.04.2020
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს,
14.04.2020
დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე
13.04.2020
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს
17.01.2020
არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler