ტაძარი და ჩვენ
ტაძარი და ჩვენ
რა არის დაუჯდომელი ლოცვა ანუ აკათისტო
დაუჯდომელი სადიდებელი საგალობელია. დაუჯდომელი ანუ აკათისტო კი იმიტომ ეწოდება, რომ ამ ლოცვის დროს მღვდელმსახურები და მრევლი ფეხზე უნდა იდგნენ, არ უნდა დასხდნენ და არც უნდა დაიჩოქონ.

მართმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, პირველი აკათისტო ბერძნულ ენაზე შეიქმნა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიეძღვნა ნიშნად მადლიერებისა VII-VIII საუკუნეებში კონსტანტინოპოლის მტერთაგან სამგზის გადარჩენის გამო. მართლმადიდებელმა ეკლესიამ ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის მეხუთე შვიდეულის შაბათ დღეს (დაახლოებით ამ დროს მოხდა ღვთისმშობლის მიერ კონსტანტინოპოლის პირველი ხსნა მტერთაგან), დაუჯდომლის შაბათი დააწესა, რათა საყოველთაოდ აღვლენილიყო ღვთისმშობლის სადიდებელ-საგალობელი. ამ დღეს ცისკრის ლოცვაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აკათისტო ჩაერთვის.

შემდგომში მსოფლიოს მართლმადიდებელმა ეკლესიებმა შექმნეს სხვა აკათისტოებიც იმ წმინდანთა სახელზე, რომლებსაც გამორჩეულ პატივს მიაგებდნენ ამა თუ იმ ეკლესიაში. ყველა აკათისტო პირველსახის მსგავსი შედგენილობისაა. პირველი აკათისტო 12 კონდაკისა და 12 იკოსისაგან შედგება და ბერძნული ანბანის ასოთა თანმიმდევრობას შეესაბამება. შინაარსის მიხედვით აკათისტო ორ ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი ისტორიული შინაარსისაა - მოთხრობილია იესო ქრისტეს განხორციელებისა და ცხოვრების პირველი წლების შესახებ; მეორე ნაწილში კი გადმოცემულია დოგმატურ-ზნეობრივი სწავლება. ამასთან, კონდაკებში წერია ღვთის სიტყვის განხორციელების საიდუმლოსა და მის მიერ მონიჭებული მადლის სიუხვის შესახებ, იკოსებში კი იდიდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მისი მრავალმოწყალება მორწმუნეთა მიმართ.

ამა თუ იმ წმინდანის სახელზე შექმნილ ყველა აკათისტოში ჩაქსოვილია როგორც ზემოთქმული, ასევე ამ წმინდანთა მიერ გაწეული კეთილი სამსახური ღვთისა და ერისადმი, თავდადება ეკლესიისათვის...

მართალია, ეკლესიის მიერ დაწესებულია, რომ პირველქმნილი აკათისტო დაუჯდომლის შაბათის ცისკარზე უნდა იქნეს წაკითხული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი წაკითხვა სხვა დროს აკრძალულია. პირიქით, კარგიც იქნება, თუ ხშირად ვილოცებთ სხვადასხვა აკათისტოს.

აკათისტოს წაკითხვის უფლება სასულიერო პირებსაც აქვთ და საეროთაც. იგი შეიძლება ვილოცოთ ტაძარშიც და შინაც, ცალკეც და ჯგუფურადაც. თუ ერთი კითხულობს, სხვებმა უნდა მოუსმინონ. შეიძლება საკითხავების დანაწილებაც და მორიგეობით წაკითხვაც.

აკათისტოს წაკითხვის ორი ძირითადი წესი არსებობს: პირველი - მას კითხულობენ ეკლესიაში წირვა-ლოცვამდე ან მის შემდეგ ტაძარში თუ ტაძრის გარეთ და მეორე - დაუჯდომელს ეკლესიაში შესრულებულ ლოცვაში ჩაურთავენ. პირველ შემთხვევაში მკითხველი ჩვეულებრივ იმ ხატის წინ დგება, რომელი წმინდანის აკათისტოსაც კითხულობს და ლოცვას იმ წესით აღავლენს, რომელიც აკათისტოშია მითითებული. ზოგი სასულიერო პირი მუხლმოდრეკის ლოცვის შემდეგ მცირე ,,შეგვიწყალენს" წარმოთქვამს და სახელდებით იხსენიებს კათოლიკოს-პატრიარქს და მათ, ვის საჯანმრთელოდ თუ ცოდვათა მისატევებლადაც ლოცულობს. ამ წესით ლოცვა ერისკაცებსაც შეუძლიათ - მოიხსენიონ ცოცხალთა სახელები და შესთხოვონ უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და წმინდანებს, რათა მიეტევოთ ცოდვები, მიენიჭოთ ჯანმრთელობა, კეთილ სათხოვართა და ზრახვათა შესრულება... ამის შემდეგ მღვდელი იტყვის მცირე განტევებას იმ წმინდანის მოხსენიებით, ვისი აკათისტოც წაიკითხა, ერისკაცნი კი წარმოთქვამენ: ,,ლოცვითა წმიდისა დედისა ჩვენისა, ნინო ქართველთა განმანათლებელისათა (ან რომელიმე წმინდანის სახელს, ვის მიმართაც ლოცულობენ), უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ". ამის შემდეგ ემთხვევიან ხატს და მოძღვარი ნაკურთხ წყალს ასხურებთ; ხოლო თუ მღვდლის გარეშე ლოცულობენ, ნაკურთხ წყალს თავად ისხურებენ და წავლენ მადლობელნი ღვთისა და მის წმინდანთა.

აკათისტოს წაკითხვა დღე-ღამის ნებისმიერ დროს და წელიწადის ყველა დღეს შეიძლება. თუ დაუჯდომელს აღდგომას ან ზოგიერთ განსაკუთრებულ დღეს წავიკითხავთ, მისი ლოცვის წესი მცირედ შეიცვლება: არის დღეები, როდესაც არ შეიძლება დაჩოქება, დასაწყისი ლოცვებიდან ,,მეუფეო ზეცათაოს" თქმა; უნდა ვიგალობოთ ,,ქრისტე აღსდგა მკვდრეთით..." და სხვა. ამიტომ უნდა შევეკითხოთ მოძღვარს და გავარკვიოთ, რა წესებია დასაცავი.

როდესაც მღვდელი ან მღვდელმთავარი აკათისტოს წაკითხვას ცისკრის ლოცვის შესრულებისას ინებებს, დაუჯდომლის შაბათის ცისკრის ლოცვის ტიპიკონით უნდა იხელმძღვანელოს. მღვდელი დაუჯდომელს საკურთხეველში, ტრაპეზის წინ, კითხულობს. ამ დროს აღსავლის კარი ღიაა. მღვდელმსახურს შეუძლია აკათისტო შუა ტაძარშიც წაიკითხოს. ასეთ შემთხვევაში მღვდელი აღსავლის კარიდან გამოდის, შუა ტაძარში დგება, ხატის წინ, და იქ აღავლენს დაუჯდომელს. ყოველი კითხვის დასრულების შემდეგ იგი აღსავლის კარით შევა საკურთხეველში და დახურავს მას. დიაკონი ჩვეულებრივ აკმევს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იგი კმევას იწყებს არა საკურთხევლიდან, არამედ შუა ტაძრიდან, კმევის დასრულების შემდეგ კი ანალოგიის წინ დგება, ოდნავ გვერდით, და გამუდმებით უკმევს წმინდანის ხატს. დაუჯდომლის კითხვისას ანალოგიის ორივე მხარეს დიდ შანდლებს დგამენ.

როგორც ყველა ლოცვას, გულმოდგინედ მლოცველთათვის აკათისტოსაც დიდი ძალა და მადლი აქვს.
ბეჭდვაელფოსტა
06.12. 2014
;
სამწუხაროდ არ ვიცოდი და დაუჯდომელს დაჩოქილი ვკითხულობდი.ცოდვად შემერაცხება?
სხვა სიახლეები
12.04.2023
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.
20.04.2022

წმინდა მიწის მიმზიდველობა ჩვენი უფლის მიწიერ ცხოვრებასთან ასოცირებულ წმინდა ადგილებს უკავშირდება.

21.04.2020
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს;
17.04.2020
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
16.04.2020
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,
16.04.2020
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა:
14.04.2020
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს,
14.04.2020
დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე
13.04.2020
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს
17.01.2020
არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat