ეს უნდა ვიცოდეთ
ეს უნდა ვიცოდეთ
"კარიბჭის" ყოველ ნომერში გთავაზობთ ინფორმაციას ლოცვით კანონთან დაკავშირებული იმ ცვლილებების შესახებ, რაც საეკლესიო ტიპიკონით არის გათვალისწინებული.

15-28 ივნისი:
* დასაწყის ლოცვებს ჩვეულებრივად ვამბობთ.

* სრულდება დიდი მეტანიები და მუხლმოდრეკები.

* ფსალმუნთა და სხვა ლოცვების კითხვა ჩვეულებრივად შეიძლება.

* მარხვა ჩვეულებრივ გრძელდება. ხსნილია თევზით ოთხშაბათ-პარასკევის გარდა.

* ამ პერიოდში ნებისმიერ დღეს ტარდება წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგია, შესაბამისად, ზიარების შემდგომ სამადლობელ ლოცვებში ვკითხულობთ ამ წმინდანის ტროპარს. წმინდა ბასილი დიდისა და წმინდა გრიგოლ დიოლოღოსის ტროპარი კი არ იკითხება.
ბეჭდვა
1კ1