ფსალმუნნი საქმეა ანგელოზთა
ფსალმუნნი საქმეა ანგელოზთა
"ფსალმუნნი განდევნაა ეშმაკთა.
ფსალმუნნი იარაღია შიშისაგან ღამისა.
ფსალმუნნი უსაფრთხოებაა ჩვილთათვის.
ფსალმუნნი ნუგეშისცემაა მოხუცთა.
ფსალმუნნი ყველაზე ღირსეული სამკაულია დედათათვის.
ფსალმუნნი საქმეა ანგელოზთა, ზეციური სამკვიდრებელი და სულიერი საკმეველია.
ფსალმუნნი განანათლებს გონებას, აღმყვანებელია ზეცად, კაცთ ღვთის
თანამოსაუბრეებად ჰყოფს.
ფსალმუნნი სადაც შემუსვრილებით
იგალობება, იქვეა ღმერთი ანგელოზთა თანა".
წმინდა ეფრემ ასური

ფსალმუნთა გალობით უხსოვარი დროიდან ადიდებდნენ ჭეშმარიტ უფალს. მათ ხოტბას ასხამენ ეკლესიის დიდი მნათობები - წმინდა ათანასე დიდი, წმინდა ბასილი დიდი, წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ეფრემ ასური... "არა რომელიმე ერთი სხვათა წიგნთაგანი ესრეთ ღმერთსა ადიდებს, ვითარ ფსალმუნთა წერილი", - ბრძანებს ბასილი კესარიელი.

ისტორია
ფსალმუნთა წიგნი ძველი წელთაღრიცხვის XI საუკუნეში შეიქმნა. ეს დიდი ღვაწლი წილად ერგო დავით წინასწარმეტყველს - ისრაელის მეორე მეფეს. მრავალრიცხოვანი ოჯახის ნაბოლარა ვაჟი მამამ მწყემსად დაადგინა. მწყემსობის დროს ჭაბუკი სულიწმიდის შთაგონებით საგალობლებს ქმნიდა და საკრავზე აჟღერებდა. სწორედ ამ საკრავის სახელიდან წარმოდგება ფსალმუნთა სახელწოდება.
უფლის მადლით ცხებული დავითი ისრაელის მეფედ იქნა გამორჩეული. ის 40 წლის მანძილზე განაგებდა ქვეყანას და ისრაელის მრავალ მტერს სძლია. წმინდა მეფეს სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია ფსალმუნთა წერა. ქმნიდა მათ ღვთის შთაგონებით, განსაცდელისა თუ შვების, დაცემისა თუ აღზევების ჟამს, დაუძლურებული და ღვთისგან შემწეობის მთხოვნელი თუ ხილულ და უხილავ მტრებზე ღვთის მადლით გამარჯვებული.

წმინდა მამები ფსალმუნზე
"ფსალმუნი - მყუდროებაა სულისა, მომფენი მშვიდობისა. ის არბილებს მრისხანებას სულისას და უბიწო-ჰყოფს თავშეუკავებლობას. ის აცხრობს მძვინვარე გულის ზრახვებს. ფსალმუნი შუამავალია მეგობრობაში, ერთობაა შორეულთა შორის და შერიგებაა მომტერეთათვის, რამეთუ ვის ძალუძს ჩათვალოს მტრად ის, ვისთანაც ერთად ერთიან ხმას აღუვლენს ღმერთს? ამიტომაც ფსალმუნთა გალობა გვაძლევს ჩვენ ერთ-ერთს უდიდეს სათნოებათაგან - სიყვარულს" (წმინდა ბასილი დიდი).
"ფსალმუნთა გალობა ზეიმია მოხარულთათვის და ნუგეშინისცემა მოწყინებაში მყოფთათვის. ის ათვინიერებს ვნებებს, როგორც ველურ მხეცებს, ლაგამს სდებს თავშეუკავებლობას, აღხოცავს უსამართლობას და გვერდში უდგას სიმართლეს, დაამხობს ღვთისმგმობ ზრახვებს, კლავს ბილწ სურვილებს, გვაუწყებს ღვთაებრივ კანონს, გვიქადაგებს ღმერთს, განგვიმარტავს სარწმუნოებას, ბაგეებს დაუხშობს მწვალებლებს, აღაშენებს ეკლესიებს" (წმინდა იოანე ოქროპირი).
ამიტომ ფსალმუნებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უნდა ეკავოს ქრისტიანის ცხოვრებაში. წმინდა ეკლესია გვირჩევს, ერთი დღეც არ გავატაროთ ფსალმუნთა წაუკითხავად.

ფსალმუნთა წიგნი
"დავითნი" არა მარტო ქრისტიანის პირად ლოცვებში, არამედ საზოგადო ღვთისმსახურების დროსაც გამოიყენება. ისინი წმინდა დავითის სიცოცხლეშივე იკითხებოდა ძველი აღთქმის ტაძრებში, მერე კი - პირველი საუკუნეების ქრისტიანულ ეკლესიებში. მსახურების ძირითად ნაწილს მათი გალობა შეადგენდა.
IV ს-ში 150 ფსალმუნი 20 კანონად დაიყო, რომლებიც, თავის მხრივ, სამ დიდებას ქმნის. მათი კითხვა შეიძლება ნებისმიერი მიზეზით - მიცვალებულთათვის, სნეულთათვის, ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისთვის (შესაბამის ლოცვებთან ერთად). ხშირად მორწმუნენი გუნდად იკრიბებიან ტაძრებში და ფსალმუნებს კითხულობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საგალობლები ნებისმიერ ჟამს შეგვიძლია წარმოვთქვათ, მაინც არსებობს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილი ფსალმუნები. მაგალითად, მიცვალებულთათვის სასურველია XVII კანონის კითხვა, სინანულის ჟამს - 50-ე ფსალმუნისა, ხილულ და უხილავ მტერთა დასაძლევად - 90-ისა, ღვთისადმი მადლიერებისა და ქების აღსავლენად - 134-ისა და 135-ისა (საზოგადოდ, იმ ფსალმუნებისა, რომელთაც სათაურად "ალილუია" აქვთ).
ფსალმუნები, ისევე, როგორც ნებისმიერი ლოცვა, მოძღვრის კურთხევის თანახმად უნდა ვიკითხოთ.

მოამზადა
გვანცა გოგოლაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.04.2023
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.
20.04.2022

წმინდა მიწის მიმზიდველობა ჩვენი უფლის მიწიერ ცხოვრებასთან ასოცირებულ წმინდა ადგილებს უკავშირდება.

21.04.2020
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს;
17.04.2020
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
16.04.2020
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,
16.04.2020
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა:
14.04.2020
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს,
14.04.2020
დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე
13.04.2020
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს
17.01.2020
არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat