წინ აღუდექით ეშმაკს
წინ აღუდექით ეშმაკს
"ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (1 პეტრე 5:8).

ეშმაკი გამუდმებით ეძიებს მსხვერპლს მოკვდავთა შორის. მასთან საბრძოლველად ადამიანმა ღვთის მიერ ნაბოძები ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს.

რა საშუალებებია ესენი?

პირველი - მაცხოვრის სახელის ხსენება
"სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ" (მარ. 16:17).

"იესოს სახელის ხსენებაზე ჯოჯოხეთი თრთის და კანკალებს, ბნელეთის თავადი იმალება. ეს სახელი უძლეველი იარაღია მის დასამარცხებლად", - ბრძანებს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. "იესოს სახელით შეებრძოლე მტერს. ამაზე ძლიერ იარაღს ვერც ზეცაში იპოვი და ვერც მიწაზე... იესო ქრისტეს ხსენებაზე ეშმაკები ახლაც ძრწიან. ძალა მისი სახელისა ჩვენთა ცოდვათა გამო არ დამცრობილა", - გვმოძღვრავს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. ამბა ილია კი ასეთ ამბავს მოგვითხრობს: ერთ ბერთან, რომელიც საკერპეში ცხოვრობდა, ეშმაკები მივიდნენ და საცხოვრისის დატოვება მოსთხოვეს - ეს ჩვენი ადგილიაო. ბერმა იქიდან წასვლა არ მოისურვა. მაშინ ერთ-ერთმა ეშმაკმა ხელი წაავლო და ძალით გაგდება დაუპირა. გასასვლელს რომ მიუახლოვდნენ, ბერი კარს ჩაებღაუჭა და შესძახა: "იესო, შემეწიე!" ეშმაკები მყისვე გაქრნენ.

მეორე - ცხოველმყოფელი ჯვარი
"უფალო, საჭურველად მტერთა წყობასა მოგვეც ყოველთა ჯვარი შენი, რომლისგან ჰძრწის და ეშინის, რამეთუ ვერ იტვირთავს ხილვად ძლიერებასა მისსა" (აქებდითი, კვირიაკესა, ხმა 8).

უნებლიეთ თვით ეშმაკნიც კი აღიარებენ, რომ ჯვრის გარდასახვა "კრავს მათ, ცეცხლივით წვავს და შორს განდევნის" (იხ. "კვიპრიანესა და იუსტინას ცხოვრება" (ხსენება 8 ოქტომბერს); "ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრება" (ხსენება 19 ნოემბერს)).

ერთხელ ღირს მამას სვიმეონ მესვეტეს ნათელი ანგელოზის სახით ბრწყინვალე ეტლზე ამხედრებული ეშმაკი გამოეცხადა და უთხრა: "ისმინე, სვიმეონ! ღმერთმა გამომგზავნა შენთან, რათა ილიასავით ცად აღგიტაცო - შენ ეს დაიმსახურე". სვიმეონი ცალი ფეხით უკვე ეტლში იდგა, რომ, ჩვეულებისამებრ, პირჯვარი გარდაისახა და... ეშმაკი თვალის დახამხამებაში გაქრა.

პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ულევმა, მიუწვდომელმა, ღვთიურმა ძალამ რომ არ დაგვტოვოს, ამისთვის ჯვარს მხოლოდ ჩვევის გამო, დაუდევრად კი არ უნდა გამოვისახავდეთ, როგორც ხშირად ვიქცევით, არამედ სრულიად უნდა ვაცნობიერებდეთ წმინდა ჯვრის ძალასა და მნიშვნელობას, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტემ ჯვარზე ვნებით გვიხსნა და პირჯვარი შიშით, სასოებითა და გულიდან მომავალი მტკიცე რწმენით გადავიწეროთ. "ჯვარი მარტო გარეგნულად კი არ უნდა გამოვისახოთ, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - არამედ ჯერ გონებაში უნდა გამოვატაროთ მთელი რწმენით... მთელი მისი ძალის, მთელი საქმის მოგონებით".

მესამე - ლოცვა და მარხვა
"ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ-არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მარ. 9:29).

"ვინც მარხულობს და ლოცულობს, - გვასწავლის იოანე ოქროპირი, - მას ქარზე მსუბუქი ორი ფრთა აქვს; ის ცეცხლზე სწრაფია და მიწაზე მაღალი. ასეთი ადამიანი ყველაზე უკეთ ებრძვის დემონებს. ვინაიდან არავინაა გულწრფელად მლოცველ და მმარხველ კაცზე ძლიერი", - წმინდა ბასილი კი წერს: "მარხვა საიმედო ზღუდეა სულისთვის, იარაღია მებრძოლთათვის. ის განდევნის ცდუნებებს".

წმინდა იუსტინიას ეშმაკი ხშირად ესხმოდა თავს, მაგრამ ვერ ამარცხებდა. ერთხელ ღირსი დედა ლოცვად იდგა. ამ დროს არაწმინდა სურვილების მოზღვავება იგრძნო. იუცხოვა ნეტარმა საკუთარი სულის ეს ცოდვიანი ძვრა და უწმინდური აზრებისა შერცხვა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს საცთური ეშმაკმა მოუვლინა. წმინდანმა მარხვა დაიწყო და უფალს საცთურის განდევნას შეევედრა. საბოლოოდ, ლოცვითა და მარხვით, წმინდა დედამ სძლია ბოროტს და განაგდო იგი.

მეოთხე - მორჩილება
არაერთხელ გვიამბნია თქვენთვის წმინდა ანტონის ცხოვრების ის ეპიზოდი, როცა ეშმაკმა თავად აღიარა, რომ წმინდა მამა მხოლოდ მორჩილებით ამარცხებდა მას. "როცა წმინდა ანტონმა დემონის მიერ დაგებული მახეები დაინახა, - წერს ამბა დოროთე, - ამოიოხრა და უფალს ჰკითხა: "ვის ძალუძს მათთვის თავის დაღწევა?" პასუხად მიიღო: "მორჩილი აღწევს თავს მათგან".

ერთ მეუდაბნოეს ეშმაკი ნათელი ანგელოზის სახით წარუდგა და უთხრა: "მე გაბრიელი ვარ და უფალმა გამომგზავნა შენთან". მეუდაბნოემ თავმდაბლად მიუგო: "ხომ არ გეშლება, სხვასთან ხომ არ ხარ წარგზავნილი; მე, ცოდვილი, რა ღირსი ვარ ანგელოზთა ხილვისა". ამ სიტყვებისთანავე მაცდური გაქრა.

მორჩილება ბოროტ ძალებს ყველაზე მეტად სძულთ, ვინაიდან ქრისტიანს იგი იმ გზაზე აყენებს, რომელსაც ჩვენი მხსნელი და უფალი, ძე ღვთისა იესო ქრისტე ადგა.

მეხუთე - სულიერი განსჯის ნიჭი
ამ ნიჭის მქონე ადამიანებს ბოროტ და კეთილ სულთა გარჩევა ძალუძთ. უამისოდ ადამიანმა ეშმაკის სატყუარა შეიძლება ანგელოზის ან ღვთის კეთილ შეგონებად მიიღოს, რაც დამართნია კიდეც არაერთს. ბერს, სახელად ირონს, რომელიც უდაბნოში ორმოცდაათი წელი იღვწოდა, ეშმაკი ანგელოზის სახით გამოეცხადა და ჩააგონა, ღრმა ხევში გადაშვებულიყო, რათა დარწმუნებულიყო, რომ ღვთივსათნო ღვაწლისა და შრომის შედეგად მას ვერავითარი ბოროტი ძალა ვეღარ ავნებდა. ირონი ვერ მიხვდა, ვინ ელაპარაკებოდა სინამდვილეში და უფსკრულში გადაეშვა. მესამე დღეს ცოცხალ-მკვდარი ამოიყვანეს იქიდან, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს.

მეორე მეუდაბნოეს ბოროტმა აბრაამივით შვილის მსხვერპლად შეწირვა მოსთხოვა. განდეგილმა დემონი ღვთის მოციქულად მიიჩნია და აღასრულებდა კიდეც ამ საშინელ ბრძანებას, ყრმა ყველაფერს რომ არ მიმხვდარიყო და თავისთვის არ ეშველა.

სულთა გარჩევის ნიჭი ქრისტიანს სულიწმიდის მადლით ეძლევა. ის მხოლოდ მორჩილებით მოიხვეჭება. მაგრამ სანამ ამ ნიჭის მიღების ღირსნი გავხდებით, არ უნდა ვენდოთ საკუთარი გულისა და გონების კარნახს და ყველაფერს სულიერად გამოცდილ მოძღვარს დავეკითხოთ.

მეექვსე - ჭეშმარიტების სამსახური
ჭეშმარიტი მოძღვრების სარტყელი შემოირტყითო, - გვასწავლის პავლე მოციქული. ქრისტიანი, თუკი ყველაფერს ქრისტიანული სწავლების თანახმად აკეთებს, გზას უჭრის ბოროტს, რადგან ბოროტი სიცრუეა, მამა სიცრუისა, და ვერ ძლებს იქ, სადაც ჭეშმარიტებაა. "შეიმოსეთ ჯაჭვი იგი სიმართლისა", - ბრძანებს მოციქულთა თავი, ესე იგი, გულითაც და საქმითაც სიმართლესა და სიწმინდეს ემსახურეთო. ამ ჯაჭვით შემოსილს მტრის ბოროტი განზრახვა, თუნდაც შეეხოს კიდეც, გულს ვერ დაუზიანებს; "შეისხენით ფერხთა თქუენთა განმზადებულებაი სახარებისა მის მშვიდობისა", ესე იგი, რამხელა მსხვერპლის გაღებაც არ უნდა მოგიხდეთ, მზად იყავით სახარების თანახმად ცხოვრებისთვის და სახარებისეული ჭეშმარიტების მსოფლიოსთვის სახარებლადო.

მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ქრისტიანს სხვა საჭურველიც სჭირდება. პირველ ყოვლისა, "ფარი იგი სარწმუნოებისა, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურვებელთა დაშრეტად". ეს იმას ნიშნავს, გვქონდეს მტკიცე და ურყევი რწმენა ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ჭეშმარიტებისა, რწმენა, რომელიც უძლეველია, რადგან იგი ღვთის მიერ მოქმედებს და რომლითაც იძლევა ყოველი შინაგანი და გარეშე ცთუნება; მეორე - "ჩაფხუტი იგი ცხოვრებისა", ესე იგი, უნდა დავეუფლოთ სულის ხსნის ხელოვნებას, ვიყოთ ფრთხილნი, წინდახედულნი და შეუჩერებლად მივიწევდეთ წინ ქრისტიანული ცხოვრების გზაზე, რაიც მხოლოდ ხშირი აღსარებითა და ზიარებით მიიღწევა; და მესამე - "მახვილი იგი სულისა, რომელი არს სიტყვა ღმრთისა" (ეფეს. 6:11, 14-17). "ამ მახვილის ქონა იმას ნიშნავს, გახსოვდეს უფლის დარიგებები... და საჭიროებისას გულით წარმოთქვა ისინი ბოროტის შეგონებათა საწინააღმდეგოდ, - ამბობს ეპისკოპოსი თეოფანე, - ხმამაღლა იმეორეთ უფლის სიტყვები ყოველგვარი ვნების შემოტევის ჟამს". წმინდა მამათა სულიერი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მტერს ყველაზე სწრაფად 67-ე ფსალმუნის ეს სიტყვები განაგდებს: "აღდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი". დემონები ელვის უსწრაფესად გაურბიან მათ, ვინც ამ სიტყვებს რწმენითა და სასოებით წარმოთქვამს. წმინდა ბასილი დიდი მოგვითხრობს, რომ როცა წმინდა მამები ეშმაკებს ეკითხებოდნენ, ყველაზე მეტად რომელი ლოცვისა გეშინიათო, ისინი მიუგებდნენ, რომ არაფერი იყო მათთვის უფრო საშინელი და ძრწოლის მომგვრელი, ვიდრე დავითის 67-ე ფსალმუნის დასაწყისი. და მართლაც, როგორც კი მამები ამ ფსალმუნის პირველ ფრაზას წარმოთქვამდნენ, მაცდური საშინელი კივილით გარბოდა.

მეშვიდე - წმინდანთა შეწევნა
წმინდა ანდრია (ღვთის გულისთვის სულელი) საუფლო გზას რომ დაადგა, ეშმაკნი ისეთი ძალით დაესხნენ თავს, რომ წმინდანს ეგონა, ჩემი აღსასრულის ჟამმა დაჰკრაო და სასოწარკვეთილმა შესძახა: "წმინდაო მოციქულო იოანე, შემეწიე მე!" ამის თქმა იყო და გამოჩნდა მრისხანე სახის მოხუცებული, რომელსაც მზისდარი ნათელი ადგა თავს. მოხუცს თეთრად შემოსილ ადამიანთა დასი ახლდა. "ჩარაზეთ კარი, რომ ვერც ერთმა დემონმა ვერ გააღწიოს აქედან", - უბრძანა მოხუცმა მხლებლებს. ბრძანება მაშინვე შეასრულეს. "ვაი ჩვენ, რომ ასე მწარედ მოვტყუვდით! - მოისმა ეშმაკის ხმა, - განრისხდა იოანე და მწარე სატანჯველი გველის". "შეგვიწყალე, შეგვიწყალე!" - შესძახეს სხვა დემონებმაც. უეცრად თეთრსამოსიანები გაქრნენ. გაუჩინარდნენ ეშმაკებიც. "ხედავ, რა სწრაფად მოვედი შენს საშველად?! - მიმართა მოხუცმა ანდრიას, - იცოდე, ვზრუნავ შენზე. თვით უფალმა მიბრძანა, ცხონების გზაზე გატარო. მტკიცედ იდექი და უდრტვინველად დაითმინე ყველაფერი. შორს აღარ არის ის დრო, როცა სრულ თავისუფლებას მოიპოვებ და სადაც მოისურვებ, იქ წახვალ". "უფალო, მითხარი, ვინ ხარ?" - შეჰღაღადა ანდრიამ. "მე ის ვარ, ვინც მაცხოვრის პატიოსან მკერდს მიეყრდნო", - უპასუხა მოხუცმა და თვალს მიეფარა.

აი, ჩვენი მტრის, ამა სოფლის მბრძანებლის წინააღმდეგ ბრძოლის შვიდი მთავარი საშუალება, რომელთა გამოყენება ყველა ჩვენგანს შეუძლია და არამცთუ შეუძლია, მოვალეცაა. "დაემორჩილეთ ღმერთსა და წინა აღუდექით ეშმაკსა და ივლტოდეს თქუენგან" (იაკ. 4:7).

მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ბეჭდვაელფოსტა
26.07. 2019
levanelenegiorgi@gmail.com
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
სხვა სიახლეები
12.04.2023
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.
20.04.2022

წმინდა მიწის მიმზიდველობა ჩვენი უფლის მიწიერ ცხოვრებასთან ასოცირებულ წმინდა ადგილებს უკავშირდება.

21.04.2020
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს;
17.04.2020
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
16.04.2020
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,
16.04.2020
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა:
14.04.2020
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს,
14.04.2020
დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე
13.04.2020
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს
17.01.2020
არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat