პატრიარქის შექმნილი ახალი ლოცვა
პატრიარქის შექმნილი ახალი ლოცვა
ჩვენ დღეს ვკი­თხუ­ლობთ, რაც დღეს ხდე­ბა, ამ­დე­ნი მსხვერ­პლი, ეს სას­ჯე­ლია თუ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა ღვთი­სა? არა­ფე­რი არ ხდე­ბა ღვთის გა­რე­შე, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს - პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ბარ­ბა­რო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თუ­ლი წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, დღეს ჩვენ ვი­თხოვთ მშვი­დო­ბას, სი­ხა­რულს, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რწმე­ნიც გან­მტკი­ცე­ბას, სიმ­შვი­დეს გულ­ში, გო­ნე­ბა­ში და სულ­ში.

"ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ბარ­ბა­რო­ბას. ეს არის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლი. წმინ­და ბარ­ბა­რე არის მა­გა­ლი­თი მტკი­ცე სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა, ერ­თგუ­ლე­ბი­სა... პრობ­ლე­მე­ბი მუ­დამ ყო­ფი­ლა და იქ­ნე­ბა მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს შო­რის. სწო­რედ დღეს ჩვენ შევ­თხოვთ უფალს, რომ გახ­სნას გული და გო­ნე­ბა ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის, ჩვე­ნი ხალ­ხი­სა. ჩვენ დღეს ვკი­თხუ­ლობთ, რაც დღეს ხდე­ბა, ამ­დე­ნი მსხვერ­პლი, ეს სას­ჯე­ლია თუ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა ღვთი­სა? არა­ფე­რი არ ხდე­ბა ღვთის გა­რე­შე. შევ­თხოვთ უფალს, რომ უფალ­მა გონი ესე მოგ­ვცეს, უფალ­მა და­ლო­ცოს თქვე­ნი შვი­ლე­ბი. ითხოვ­დით და მო­გე­ცეთ თქვენ! ეძი­ებ­დით და ჰპო­ვოთ! დღეს ჩვენ ვი­თხოვთ მშვი­დო­ბას, სი­ხა­რულს, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რწმე­ნიც გან­მტკი­ცე­ბას, სიმ­შვი­დეს გულ­ში, გო­ნე­ბა­ში, სულ­ში. ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ღმერ­თი შე­ის­მენს ჩვენს ლოც­ვას.

გუ­შინ დავ­წე­რე მოკ­ლე ლოც­ვა, სა­დაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმ­შვი­დე მოგ­ვცეს, და­ამ­შვი­დოს ეს ცხოვ­რე­ბა ჩვენ­თვის. ამის გარ­და, ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ჩვენ­მა ბავ­შვებ­მა, ჩვენ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა და­წე­რონ ლოც­ვე­ბი, თხოვ­ნე­ბი, რომ ღმერ­თმა შე­ის­მი­ნოს ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ლოც­ვე­ბი. რომ და­წერთ ამ ლოც­ვებს, თხოვ­ნებს, წე­რი­ლებს, რო­გორც სა­კუ­თარ მშო­ბელს, ისე უნდა მი­მარ­თოთ მა­მა­სა, ძესა და სუ­ლიწ­მინ­და­სა. გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ მე. როცა შეგ­როვ­დე­ბა საკ­მა­ოდ ბევ­რი, გა­მოვ­ცეთ წიგ­ნად", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის მიერ და­წე­რი­ლი ლოც­ვა მრევლს მე­უ­ფე და­ნი­ელ­მა წა­უ­კი­თხა.

"მა­მაო ჩვე­ნო, ღმერ­თო აბ­რა­ა­მი­სა ისა­ა­კი­სა და ია­კო­ბი­სა დი­დე­ბა და მად­ლო­ბა შენ! უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტეს სა­ხე­ლით, მისი მე­ო­ხე­ბი­თა და შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გე­ვედ­რე­ბით გარ­და­მო­ი­ხი­ლე ზე­ცით მო­წყა­ლეო, შეგ­ვინ­დევ შე­ცო­დე­ბა­ნი ჩვენ­ნი, მოგ­ვეც ძალა ბო­რო­ტის დათ­რგუნ­ვი­სა და სი­მარ­თლის გზით სვლი­სა. მოგ­ვეც ძალა შენი მორ­ჩი­ლე­ბი­სა. დაგ­ვი­ლო­ცე ოჯა­ხე­ბი, შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი, დაგ­ვი­ლო­ცე სა­ქარ­თვე­ლო და მთე­ლი მსოფ­ლიო. შენ­ნი ვართ, გვა­ცხოვ­ნე ჩვენ. შეგ­თხოვთ უფა­ლო და­ამ­შვი­დე ცხოვ­რე­ბა ჩვე­ნი. გვიხ­სენ ჭირ­თა და სენ­თა­გან და მრა­ვალ­ფერ­თა გან­საც­დელ­თა­გან. შეგ­თხოვთ უფა­ლო, არა უგულ­ვე­ბელ­ყო ჟამ­სა მას მე­ო­რედ მოს­ვლი­სა შე­ნი­სა­სა, არა­მედ გვი­ხა­რო­დეს ორ­სავ სო­ფელ­სა შინა და მა­რად გა­დი­დებ­დეთ შენ მა­მა­სა, ძესა და წმინ­და­სა სულ­სა. ამინ".

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, ლოც­ვა დღე­ი­დან ტაძ­რებ­ში იქ­ნე­ბა და ის მრევ­ლმა ტა­ძარ­ში, სახ­ლში თუ სამ­სა­ხურ­ში უნდა წა­ი­კი­თხოს.

"ღმერ­თმა და­ლო­ცოს ჩვე­ნი ხალ­ხი, მთე­ლი მსოფ­ლიო. ღმერ­თმა ის­მი­ნოს ლოც­ვი­სა, ამინ. ეს ლოც­ვა დარ­ჩე­ბა ტაძ­რებ­ში და სა­დაც არ უნდა იყოთ ტა­ძარ­ში, სახ­ლში თუ სამ­სა­ხურ­ში, ეს ლოც­ვა წა­ი­კი­თხეთ და ღმერ­თი შე­ის­მენს თქვენს ლოც­ვას", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა
ბეჭდვა
1კ1