პატრიარქი - ინებოს უფალმა, რომ კურთხეული და ამაღლებული იყოს ქართველი ხალხი
პატრიარქი - ინებოს უფალმა, რომ კურთხეული და ამაღლებული იყოს ქართველი ხალხი
ინებოს უფალმა, რომ კურთხეული და ამაღლებული იყოს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და ერი დალოცა.

"გილოცავთ ამაღლების დიდ დღესასწაულს. ინებოს უფალმა, რომ კურთხეული და ამაღლებული იყოს ქართველი ხალხი, სრულიად საქართველო. დალოცვილი იყავით, დღეს ბედნიერი დღეა, ოჯახის სიმტკიცის დღეა. განამტკიცოს უფალმა ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა", – განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისი პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოსთან და სხვა მღვდელმთავრებლთან ერთად გადაიხადა. ტაძარში იმყოფებიან სხვადასხვა გვარების წარმომადგენლები საკუთარი საგვარეული ხატებით და მრავალშვილიანი ოჯახები.

ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით მსვლელობაში მონაწილეებმა სამების საკათედრო ტაძარში აწყურის ღვთისმშობლის, უფლის და სხვა ხატები მიაბრძანეს.
ბეჭდვა
1კ1