ილია მეორე - ნუ დაგავიწყდებათ, რომ სიკეთე მუდამ სძლევს ბოროტებას
ილია მეორე - ნუ დაგავიწყდებათ, რომ სიკეთე მუდამ სძლევს ბოროტებას
ნუ დაგავიწყდებათ, რომ სიკეთე მუდამ სძლევს ბოროტებას, - ამ განცხადებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს მრევლს მიმართა.

"დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველნი არიან საქმენნი შენნი. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი წყალობისთვის. მრავალი განსაცდელი ეღობება საქართველოს და კეთილ ადამიანს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ სიკეთე მუდამ სძლევს ბოროტებას, სიკეთე იმარჯვებს და ამიტომ გქონდეთ უფლის იმედი", - მიმართა პატრიარქმა მრევლს.

გარდა ამისა, უწმინდესის თქმით, საჭირო და აუცილებელია თაობათა შორის კავშირი. მისი განცხადებით, დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი იყვნენ სამი თაობის წარმომადგენლები – უფროსი თაობა, საშუალო და ახალი თაობა.

დღეს პატრიარქმა ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველი თაობის მეცნიერ- თანამშრომლები დალოცა და დააჯილდოვა, ასევე, დალოცა სამებაში მყოფი აბიტურიენტები და მათი მშობლები.
ბეჭდვა
1კ1