პატრიარქი - მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც: თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს, პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი
პატრიარქი - მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც: თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს, პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი
მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც: თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს, პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი. ორივემ ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება და ეს სხვა პირველ რიგში, უნდა იყოს თქვენი მეორე ნახევარი , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაწერილ წინასიტყვაობაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალში "ბედნიერი ოჯახი" დაიბეჭდა.
აღნიშნული ჟურნალი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს საჩუქრად დაურიგდა. პატრიარქის წინასიტყვაობა კი საზოგადოებას მეუფე დანიელმა წაუკითხა.

პატრიარქის განცხადებით, ბედნიერი ოჯახი არის ისეთი ერთობა, ისეთი სიყვარული, როცა სამაგიეროს არ ითხოვ სხვისგან და ამასთან, უშურველად გასცემ შენს სიკეთეს.

"ეს ნიშნავს, საკუთარი თავის შენს მეორე ნახევარში აღმოჩენას და მისთვის უანგარო მსახურებას. რა თქმა უნდა, ყურადღება გასამახვილებელია იმაზეც, რომ ეს დამოუკიდებულება ცალმხრივად არ იქცეს, არამედ ბოლომდე დარჩეს "მე" და "შენ" ურთიერთობად, "ჩვენ" ურთიერთობად და ქორწინების დღის "მეფობა" და "დედოფლობა" გარკვეული სახით მთელი ცხოვრება შენარჩუნდეს", - ნათქვამია პატრიარქის მიერ დაწერილ წინასიტყვაობაში.
ბეჭდვა
1კ1