პატრიარქის საახალწლო მილოცვა, 2017 წელი
პატრიარქის საახალწლო მილოცვა, 2017 წელი
ყველას გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს! დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს წარსულზე და უპირველეს ყოვლისა მადლობა შევსწიროთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის რომელიც მოიღო უფალმა ჩვენს წარსულში, ჩვენ მადლობა უნდა შევსწიროთ იმ განსაცდელებისათვის, იმ სიყვარულისათვის, რომელიც მოგვივლინა უფალმა ჩვენ. მადლობა უნდა შევსწიროთ ჩვენს მშობლებს მათი ლოცვა-კურთხევისათვის, და განსაკუთრება მადლიერება და პატიცვისცემა უნდა გამოვიჩინოთ ჩვენი მშობლებისადმი. ღმერთმა ინებოს, რომ მომავალი წელი იყოს ბედნიერი, მშვიდობიანი და სასიხარულო. იმედით უნდა ვუყუროთ ჩვენს მომავალს და უნდა ვიფიქროთ სამშობლოზე, სამშობლო -  უპირველეს ყოვლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ თუ როგორი იქნება მომავალი წელი და რას მოგვიტანს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ რას მოვიუტანთ, რას გავაკეთებთ სამშობლოსათვის. არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს შრომის გარეშე. მოღვაწეობა მისი უნდა იყოს სამშობლოს საკეთილდღეოდ. მე იმედით ვუყურებ მომავალს, ასევე იმედით ვუყურებ საქართველოს მომავალს. მე მინდა დავლოცო დღეს აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, მთელი საქართველო და გისურვოთ დადგეს ის დრო, როცა ჩვენ ერთად გავიხარებთ, ერთად ვიზეიმებთ ჩვენს მთლიანობას ჩვენს ბედნიერებას. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ბედნიერი იყავით, ამინ!

ბეჭდვა
1კ1