სამწუხაროდ, დღეს იმდენად გამიწიერდა ადამიანის აზროვნება, რომ მან დაკარგა მარადისობასთან კავშირი
სამწუხაროდ, დღეს იმდენად გამიწიერდა ადამიანის აზროვნება, რომ მან დაკარგა მარადისობასთან კავშირი
ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):

- მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

- ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია. მისი უპირველესი მოვალეობაა, იქადაგოს. სწავლება, ზოგადად სარწმუნოება არანივთიერია. ადამიანს შეიძლება ძალიან მარტივად აჩვენო რაიმე მატერიალური საგანი, ამას რწმუნებაც არ სჭრიდება, მაგრამ რწმენის, უხილავის, არაყოფიერის გააზრება და მითუმეტეს ამ რთულ სამყაროში, როდესაც "ყველა" იჩემებს ჭეშმარიტების არსობას, ეს ძალიან რთულია. სამწუხაროდ დღეს იმდენად გამიწიერდა ადამიანის აზროვნება, რომ მან დაკარგა მარადისობასთან კავშირი. მისთვის უფრო კომფორტულია იცხოვროს მატერიასთან კავშირში, ვიდრე იაზროვნოს, იფიქროს, განიცადოს უხილავი და მარადიული. არადა სწორედ იქაა ჭეშმარიტება. ამიტომაც, დღევანდელ ახალგაზრდობასთან სწორედ ეს გვექნება სათქმელი, რომ მოდით შევხედოთ საკუთარ თავს არა მხოლოდ როგორც მატერიას, ფიზიკურ ადამიანს, არამედ ამის მიღმა განვიცადოთ, დავინახოთ ღრმა სული, ჭეშმარიტად ხატება და მსგავსება ღვთისა. თუ მატერიის იქით არ გაიხედე, ბუნებრივია არც სულს იწამებ, არც ღმერთს, არც საიქიოს და პრინციპი იქნება ის, რითაც არსებობენ წარმართები, ჭამა, სმა, გართობა, პირადი სიამოვნებების დაკმაყოფილება და ასე შემდეგ. როდესაც არ კმაყოფილდები ნივთიერის არსებობით, გებადება კითხვა, ნუთუ მხოლოდ ესა ვარ? ნუთუ ამიტომ შემქმნა ღმერთმა და ამიტომ არის ამხელა სამყარო, რომ მე ბიოლოგიური არსება რამდენი წელიც არ უნდა ვიცხოვრო, მერე პირუტყვივით მოვკვდე. მერე უკვე იწყება ძიება. მინდა, ყველას მოვუწოდო, ვეძებოთ უფალი პირველ რიგში საკუთარ თავში, ვითხოვოთ და უფალი, როგორც მოწყალე მამა, თავად გაგვიხსნის გზას.

ბეჭდვა
1კ1