ილია მეორე - ქართველი ადამიანი გულით სუფთაა, ამიტომ უფალი შეიწყალებს
ილია მეორე - ქართველი ადამიანი გულით სუფთაა, ამიტომ უფალი შეიწყალებს
ქართველი ადამიანი გულით სუფთაა, ამიტომ უფალი შეიწყალებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველი ადამიანის ბუნებაზე ისაუბრა და საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავლი დალოცა.
"ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ დალოცოს საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი. ჩვენ, მართალია, ცოდვებში ვვარდებით, მაგრამ უფალი ხედავს ქართველი ადამიანის გულს. ქართველი ადამიანი გულით სუფთაა, ამიტომ უფალი შეიწყალებს საქართველოს. გამთლიანდება საქართველო და ჩვენი სახელები ჩაწერილი იქნება "წიგნსა ცხოვრებისასა", - უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს ილია მეორემ იერუსალიმში მიმავალი ჯგუფი დალოცა, რომელმაც ხელთუქმნელი ცეცხლი საქართველოში უნდა ჩამოიტანოს.
ბეჭდვა
1კ1