ბადრიჯნის სამარხვო სალათა
ბადრიჯნის სამარხვო სალათა
შემოგთავაზებთ ბადრიჯნის სალათის რეცეპტს:


4 ცალი კარგი ზომის ბადრიჯანი
4 ცალი წითელი ბულგარული
4 ცალი მწვანე ბულგარული
4 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
4 ცალი საშუალო ზომის ხახვი
ამ ყველაფერს ვჭრით წვრილად და გრძლად გრძლად, ჩავშუშავთ ცალ-ცალკე. შემდეგ 1 ჭიქა ნიგოზთან ერთად გავატარებთ ქინძსა და ნიორს.
აურიეთ მზა სალათს, დაუმატეთ მარილი, პილპილი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!
ბეჭდვა
1კ1