დღის სამარხვო კერძი - ტკბილი რეცეპტი მიძინების სახელობის კიევ-მღვიმევის ლავრის მონასტრიდან
დღის სამარხვო კერძი - ტკბილი რეცეპტი მიძინების სახელობის კიევ-მღვიმევის ლავრის მონასტრიდან
მარხვისადმი არასწორი დამოკიდებულებისას, მისი ჭეშმარიტი არსის არასწორი გაგებისას, მარხვამ შეიძლება ავნოს კიდევაც ადმაინს. მარხვის დღეების არაგონივრულად გატარებისას ხშირად ჩნდება ხოლმე გაღიზიანება, მრისხანება, მოუთმენლობა, თავდაჯერებულობა და სიამაყე. მარხვის აზრი კი ამ ცოდვით მიდრეკილებებთან ბრძოლაშია - ამბობენ კიევის ლავრის ბერები.

საფუვრიანი ღვეზელი კენკრით

ინგრედიენტები:

30 გ. საფუარი.
3 ს.კ. შაქარი
2 ჭიქა წყალი
6 ჭიქა ფქვილი
3 ს.კ. მცენარეული ზეთი
მარილი
1 შეკვრა გაყინული კენკრა

მომზადება:

აურიეთ საფუარი და შაქარი, დაუმატეთ 1 ჭიქა თბილი წყალი და კარგად გახსენით
დაუმატეთ 1,5 ჭიქა ფქვილი და აურიეთ
დადგით ეს მასა თბილ ადგილას ერთი საათით.
შემდეგ ჩაასხით 1 ჭიქა თბილი წყალი, თან ურიეთ და თანდათანობით დაამატეთ 4 ჭიქა ფქვილი, შემდეგ დაამატეთ ზეთი.
ცომი უნდა გახდეს ერთგვაროვანი.
მოათავსეთ ეს ცომი ფქვილმოყრილ ჯამში, ზევიდანაც ფქვილი მოაყარეთ და დადგით თბილ ადგილას 30 წუთის განმავლობაში.

გულსართი:

გაალღვეთ კენკრა.
მოათავსეთ საწურზე.
დაუმატეთ შაქარი, ცოტა დარიჩინი და ვანილი გემოვნებით.

ღვეზელის მომზადება

გადმოიღეთ ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე, მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით 3-4 სმ-იან ნაჭრებად.
თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ 5 მმ-ის სიმაღლის ოვალურ ფორმამდე, ჩადეთ გულსართი, ნაპირები კარგად შეუკარით, რომ გულსართი არ გადმოვიდეს და კიდევ 1 საათი გააჩერეთ თბილ ადგილას.

ვაცხობთ 180-200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!
შეგეწიოთ ტრაპეზის ანგელოზი!



ბეჭდვა
1კ1