როგორ გამოვაცხოთ ლობიანები
როგორ გამოვაცხოთ ლობიანები
მასალა:
1კილოგრამი ლობიო;
4 თავი ხახვი;
150 გრამი ზეთი;
2 ცალი დაფნის ფოთოლი;
2 კილოგრამი ფქვილი;
1 ჩაის კოვზი საფუარი;
მარილი და პილპილი - გემოვნებით;
ცოტაოდენი შაქარი.

კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ ლობიო. დუღილს რომ დაიწყებს, 10 წუთში გადაღვარეთ წყალი, დაასხით ახალი წყალი და კვლავ ხარშეთ. ხარშვისას ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლიც. კარგად რომ მოიხარშება, წყალი გადაწურეთ და ლობიო გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ზეთში მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გემოვნებით შეკაზმეთ პილპილ-მარილით. ჩაუმატეთ ლობიოს და კარგად მოურიეთ.

ცომის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, 50 გრამი ზეთი, საფუარი, მარილი და მწიკვი შაქარი. ჩაუმატეთ თბილი წყალი და ზილეთ მანამ ხელზე აღარ მოგეკრობათ. შემდეგ შეფუთეთ ცომი და დადგით 1 საათით, სანამ არ აფუვდება. ცომისგან გააკეთეთ 7-8 გუნდა და ცოტა ხნით დააყოვნეთ. შემდეგ გააბრტყელეთ ხელით, თითოეულზე თანაბრად გადაანაწილეთ ლობიოს შიგთავსი, მოუკარით პირი და გააბრტყელეთ 1 სანტიმეტრამდე.

გამოაცხვეთ ტაფაში დაბალ ცეცხლზე ან ღუმელში. გამოცხობის შემდეგ სამზარეულოს ფუნჯით გადაუსვით ზეთი.
ბეჭდვა
1კ1