მუნიტები ბიბლიას არ იცნობენ
მუნიტები ბიბლიას არ იცნობენ
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა. თუ მათ მიმდევარ ახალგაზრდებს, რომლებიც ირწმუნებიან, - ბიბლია ძალიან გვიყვარს და ვკითხულობთ და ვიცნობთო, - ქუჩაში გააჩერებთ და ამ თემაზე რაიმე კონკრეტულ კითხვას დაუსვამთ, პასუხად მიიღებთ: - ეგ ჯერ არ გვისწავლიაო, ხოლო თუ კიდევ უფრო ჩაეძიეთ და დაინტერესდით, თუ რა იციან ბიბლიიდან, გამცნობენ, რომ არსებობს ძველი აღთქმა, მეორე აღთქმა (ახალი აღთქმა) და "სრული აღთქმა", იგივე "ღვთაებრივი პრინციპი", რომელიც მათთვის საბოლოო სიტყვაა, წინა ორ აღთქმაზე აღმატებული, რამდენადაც მათ გასაღებს წარმოადგენს...

თუმცა, როგორც წესი, მუნიტები ბიბლიას არ იცნობენ, თუ არ ჩავთვლით მათი "მესიის" მიერ თავისებურად განმარტებულ რამდენიმე ისტორიას...

***
სწამთ თუ არა მუნიტებს ღმერთის პიროვნულობის? ერთი მხრივ, მუნიტები ირწმუნებიან, რომ პირწავარდნილი მონოთეისტები არიან და პიროვნული ღმერთის, რაღა თქმა უნდა, სწამთ და ამბობენ, რომ მას მგრძნობიარე გული აქვს და ლოცვით როგორც პიროვნებას, ისე ესაუბრებიან...

თუმცა, მათი "ღმერთი" ძალზე შორსაა ღვთაებრიობის თაობაზე ქრისტიანობის წარმოდგენათაგან და ტრადიციული აღმოსავლური აბსოლუტის მსგავსად, იგი ქალისა და მამაკაცის საწყისებს შეიცავს:

- "სამყაროს ამ პირველმიზეზს ღმერთს ვუწოდებთ, ხოლო მის სონ - სანსა და ჰენ - სანს - პირველსაწყის სონ - სანსა (რაც კორეულად შინაგან ბუნებას ნიშნავს) და პირველსაწყის ჰენ - სანს (კორეულადვე - გარეგან ფორმას გულისხმობს)...

ღმერთი - სუბიექტია, რომლის გაორებული თვისებანი, - იან - სონი (მამაკაცური საწყისი, დადებითი თვისება) და იმ - სონი (ქალური საწყისი, უარყოფითი თვისება) ჰარმონიულად თანაარსებობენ"...

უფრო მეტი: - მუნიტთა ღმერთი არასრულყოფილი, არათვითკმარი და, შესაბამისად, არაყოვლისშემძლეა:

- "გსურთ, შეიტყოთ, სტანჯავს თუ არა ღმერთს მარტოობა?! მასაც ახასიათებს სიყვარული, სიცოცხლე, სინდისი, აქვს სქესი, მაგრამ მარტოობაში ამას ვერ შეიგრძნობს"...

ღმერთი, თურმე მუდმივად ვითარდება და, სავარაუდოდ, თავადაც ქმნილია: "ღმერთი თავადაც იზრდებოდა"...

მუნიტთა მტკიცებით, ჩვენ გარეშე ღმერთს შეგნებული არსებობა არ შეუძლია...

იბადება კითხვა: - ასეთი ღმერთი შეიძლება კი იყოს ყოველივეს პირველმიზეზი?

მუნიტთა ღმერთი ოდენ მეორეული, დროში ქმნილი, განპიროვნებული, თავიდან კი - უპიროვნო ენერგიის ერთობლიობაა, რომელიც ორ, ურთიერთსაწინააღმდეგო - ქალურ და მამაკაცურ საწყისს ატარებს, რომელთა შორის ენერგიათა ცვლისას ძაბვა ფეთქავს და სამყაროს არსებობისთვის აუცილებელი ენერგიით ამარაგებს...

***
ცხადზე უცხადესია, რომ მუნიტური "მონოთეიზმი" ოდენ ნიღაბი და "ეზოთერული მოწყვეტაა" და სხვა არაფერი, რაც ადეპტთა გადასაბირებლად შემუშავდა. სინამდვილეში კი დროში და მხოლოდ სამყაროსთან მიმართებაში წარმოქმნილი მუნიტური ღმერთის "პიროვნება" ყველაზე მეტად ძმები სტრუგაცკების ათეისტურ ჰუმანიზმზე აგებულ სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანების დროდადრო განპიროვნებულ ბუნების ძალებს მიაგავს...

მუნიტურ წყაროებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათ ტექსტებში სიტყვა "ღმერთი" ორ რეალობას აღნიშნავს:

ერთი რეალობა - ჩაფიქრებული, ტანჯული, შეუმდგარი, სრულქმნილებისკენ მსწრაფი არსებაა, რომელიც ადამიანთაგან ხარბად ითხოვს სიყვარულს, ადამიანთა გარეშე კი ასეთ ღმერთს საკუთარი თავის შეცნობაც კი არ ძალუძს...

მეორე რეალობა კი - ასეთი გახლავთ: - სახეზეა ტიპური აღმოსავლური, უპიროვნებო პანთეისტური სისტემა, რომელიც აბსოლუტის - შეუვალი უპიროვნებო კანონის დიქტატურას ეფუძნება და ისტორიული აუცილებლობის შესახებ მარქსისტულ-ლენინურის მსგავსია...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვა
1კ1