გულცივად კლავენ და სპობენ უმანკო ყრმებს
გულცივად კლავენ და სპობენ უმანკო ყრმებს
რას გვეუბნება კაცობრიობის პრაქტიკა
(დასაწყისი იხ. წინა ნომერში)
უზომოდ ძვირფასია თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ინვალიდი იქნება ის თუ გონებრივად ჩამორჩენილი, ყრმა თუ ემბრიონი. მაგრამ დღეს გროშად ფასობს სიცოცხლე. უზნეო, გახრწნილმა "პროგრესულმა" ადამიანებმა იდეოლოგიურ ლოზუნგებად აქციეს თავიანთი საქციელი, "პროგრესის სახელით" წარმოგვიდგენენ და რყვნიან ცნობიერებას.

* დიდი სულიერი კულტურის საუკუნემ, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის მნიშვნელობაზე ბევრს გვიქადაგებს, ასეთ სერიოზულ საქმეში ორიენტირად ჭეშმარიტება კი არ დაისახა, არამედ ფსევდოპოლიტიკა. კერძოდ: ა. ჭარბი მოსახლეობის შიში (ამიტომ იწონებენ აბორტებს, როგორც შობადობის შეზღუდვის საშუალებას); ბ. პირადი უფლებები (ცრუ და ანტიმეცნიერული დასკვნებით ფეხმძიმე ქალის უფლებების აბსოლუტიზებას ახდენენ). ასე რომ, ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვებით, სხვაგან კი შეუზღუდავად დაშვებულია აბორტი. 1985 წელს 20 ჩასახულ ბავშვზე თურმე 9 აბორტი მოდიოდა, უპირველესად იმ ქვეყნებში, სადაც ნებადართული იყო აბორტი (საბჭოთა კავშირი, კუბა, პოლონეთი, რუმინეთი - აქ აბორტი 60%-ით სჭარბობდა შობადობას). პოლონეთში ერთ მილიონ აბორტზე მოდის 702 000 ახალშობილი. საბერძნეთში დიდია აბორტის რიცხვი. ჩვენი ქვეყანა მოხუცებულთა ქვეყნად იქცა, ქრება ჩვენი ერიც!

* მრავალი სამეცნიერო გამოკვლევის შემდეგ როგორ შეუძლიათ ადამიანებს, მკვლელობად არ ჩათვალონ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა? აბორტი უკვე აღარ ითვლება დანაშაულად იმიტომ, რომ არ ეხება საზოგადოების ელემენტარულ ზნეობრივ გრძნობებს, რადგანაც აბორტს ძალზე ბევრი ქალი იკეთებს. ეს მიბრუნებაა ბარბაროსობის ეპოქისკენ, როცა სნეულ ბავშვებს ხოცავდნენ, ჯანმრთელებს კი აინვალიდებდნენ, რომ შემდეგ მათხოვრობისთვის გამოეყენებინათ.

* პროფესორი ი. ლეჟენი წერდა: "ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მომხრეები ყველა ფასეულობას თავდაყირა აყენებენ! უპირველესად - თავისუფლებას და ჯანმრთელობას.

თუ დედის ან მთლიანად ოჯახის "ფსიქიკური მდგომარეობა" საფრთხეშია - კლავენ ბავშვს!

თუ დედა ფიზიკურად ავადაა - კლავენ ბავშვს!

თუ საფრთხეშია ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობა - კლავენ მასვე!

სხვანაირად რომ ვთქვათ, დაე კონსტიტუციამ და საერთაშორისო კონვენციამ უმაღლეს ფასეულობად ადამიანის სიცოცხლე აღიაროს, ჩვენთვის უპირატესი - ჯანმრთელობა და ავადმყოფური სანტიმენტალობაა.

* სალონიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი მენიტაქსისი წერს: "კანონმა ეს საკითხი ძალზე გაამარტივა და ის ფაქტი, რომ დედის მუცელში მყოფი ბავშვი ჯერ პიროვნება არ არის, არ ნიშნავს, რომ იგი ნივთს შეადარო, აქციო საკუთრების, გაყიდვის ობიექტად. ეს ასევე არ ნიშნავს, რომ ორსულ დედას თავისუფლად შეუძლია მოექცეს ჩანასახს ისე, როგორც თავისი სხეულის ნებისმიერ ნაწილს. ემბრიონი ნივთი ან ობიექტი კი არ არის, სიცოცხლის უჯრედია, განვითარებადი სიცოცხლის, რომელიც უწყვეტ კავშირშია ფეხმძიმე ქალის სიცოცხლესთან".

ემბრიონის ამ სასწაულებრივ თვისებას, რომ ჯერ არ არის, მაგრამ ყალიბდება ცოცხალ ადამიანად და არსებობს, როგორც პოტენციური პიროვნება, ვერავინ უარყოფს. ამიტომაც ჩანასახი დაცვის ქვეშ იმყოფება და მას უნდა იცავდეს მართლმსაჯულება, როგორც რაღაც განსაკუთრებულს. გენეტიკისა და ბიოლოგიის სფეროში ბოლო დროის გასაოცარი აღმოჩენების შემდეგ აუცილებელია არსებობდეს ემბრიონის დაცვის საგანგებო, კანონით გამყარებული სისტემა.

* აბორტის დაკანონების მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს კანონი დიდ პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჰიტლერიც ამგვარად ფიქრობდა მათზე, ვინც მას აბრკოლებდა. სწორედ ამაზე საუბრობდა ვარშავაში სტუდენტებთან კარდინალი ვაშინსკი: "ჩვენ მესაფლავეები ვართ, რადგან ჩვენს ქვეყანაში კვლავ დავრთეთ კრემატორიუმების ამუშავების ნება. დღეს პოლონეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში აქვთ ღუმელი, სადაც წვავენ ჯერ უშობელი ბავშვების სხეულებს. უფლება არ გვაქვს, შევაჩვენოთ ოკუპანტები, რომლებმაც ძველად პოლონეთში კრემატორიუმის ღუმელები ააგუზგუზეს, რადგან დღეს ჩვენც იმავეს ვჩადით. თავი დავანებოთ მტრის ხელით მოკლულ ათასობით ადამიანს, რადგან ბოლო დროს ჩვენ მიერ დახოცილთა რიცხვი ბევრად მეტია საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპულთა რაოდენობაზე" (ჟურნ. "სიცოცხლე", 20.06.1985). განა არ გვაგონებს ჰიტლერის პერიოდს ის, რომ გერმანიის და საფრანგეთის ზოგიერთ კლინიკაში ქალებს ფულს უხდიან, რათა აბორტი გაიკეთონ საკეისრო კვეთით. ცოცხალი ემბრიონი კი სჭირდებათ ცდების ჩასატარებლად და კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად. განა ეს უკიდურესი ველურობა არ არის?

KARIBCHE* ერთ ამერიკულ ჟურნალში დაიბეჭდა ამბავი ქალისა, რომელმაც კლინიკაში მოიყვანა ნაადრევი მშობიარობით დაბადებული 22 კვირის (5 თვის) ჩვილი. იხვეწებოდა, შვილი გადამირჩინეთო. მთელი საავადმყოფო ფეხზე დადგა, გამოცდილი ექიმები თავს არ ზოგავდნენ, დედა - ფულს. იმავე დღეს იმავე საავადმყოფოს სხვა საოპერაციოში აბორტს იკეთებდა ქალი, რომელსაც მეტი შვილის გაჩენა აღარ სურდა. ექიმებმა მას უთხრეს, - 4 თვის ჩანასახი ადამიანი კი არა, ხორცის ნაგლეჯია, რომელსაც დედის სხეულს აშორებენო. საკვირველია, ერთ ოთახში ჩანასახი ადამიანად იქცა და ცხოვრების უნარი აქვს, მეზობელ პალატაში კი ხორცის ნაგლეჯია, რომელსაც საკუთარი სიცოცხლე არ გააჩნია! პასუხი მარტივია: ეს არის ექიმების და დედის სუბიექტური შეფასება. ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ ეს შეფასება, უცოდინრობის კი არა, შეგნებული ფარისევლობის ნაყოფია.

* როცა ამ საზიზღარ ფარისევლურ საზოგადოებაზე საუბრობდა, აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა უთხრა აბორტის მომხრე ერთ ექიმს, რომელიც მშვიდად აგრძელებდა აბორტების კეთებას, რადგან თურმე ვერ დაარწმუნეს, რომ ემბრიონს საკუთარი სიცოცხლე აქვს: "ჩემო კარგო, როცა შენ არ იცი, კაცი ცოცხალია თუ მკვდარი, განა მისი გარდაცვალების ცნობას გასცემ?" მაშ, დღეს რატომ არის არა მარტო ნებადართული მკვლელობა, არამედ გულცივად კლავენ და სპობენ უმანკო ყრმებს? ამაზე პასუხი შეგვიძლია ვიპოვოთ XIX საუკუნის ცნობილი იტალიელი იურისტის რაფაელ ბალესტრინის წინასწარმეტყველურ სიტყვებში: "უტყუარი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ რომელიმე ერი ზნეობრივად უკიდურესად დაეცა, იქნება ის დრო, როცა აბორტს ჩვეულებრივ ამბად ჩათვლიან და აბსოლუტურად მისაღები გახდება".

* აბორტი მხოლოდ ზნეობრივ დაცემას, გახრწნას კი არ მოწმობს, იგი სხვადასხვა გართულების მიზეზიცაა. აბორტის შედეგები ძალზე სერიოზულია. ეს ჩანს საერთაშორისო სამედიცინო ლიტერატურიდან:

ა. არსებობს დედის გარდაცვალების დიდი ალბათობა (საშვილოსნოს გახვრეტა, სეფსისი, ინფარქტი და სხვა), შობადობის უნარის დაკარგვა (საბერძნეთში ნააბორტალ ქალთა დაახლოებით ერთ მესამედს შემდგომში ბავშვი აღარ უჩნდება).

ბ. აბორტის შემდეგ ორმაგდება მკვდრად შობა და ნაადრევი მშობიარობა, იზრდება ავადმყოფ და არასრულფასოვან ბავშვთა რიცხვიც.

გ. იბზარება ოჯახის ფსიქიკური ჯანმრთელობა, განსაკუთრებით ქალებისა, ჩლუნგდება ცოლ-ქმრის ზნეობრივი შეგნება, ქალები კარგავენ ჯანმრთელობას, ისინი იქცევიან მამაკაცთაგან ექსპლუატაციის და დათრგუნვის ობიექტად, ირღვევა ოჯახური ჰარმონია.

დ. მოზარდებისთვის დაშვებულია უპასუხისმგებლო, ურცხვი ქცევები, უფრო და უფრო იზრდება მარტოხელა დედების რიცხვი.

ე. ჩვენი ხალხის წინაშე დგება სერიოზული დემოგრაფიული პრობლემა, რადგან შობადობის მაჩვენებელი მცირდება და იზრდება უშვილოთა რიცხვი ნააბორტალ ქალთა შორის.

ვ. მაგრამ ყველაზე უარესი ის არის, რომ აბორტი ისეთი რამეა, რომელსაც ვერ უძლებს თვით ყველაზე ხელიდან წასული, უზნეო ადამიანის შეგნებაც კი. ამიტომ ეს იწვევს ან საშინელ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რომლის გამოძახილი შეიძლება მოისმინო მხოლოდ აღსარებაზე ანდა მკვლელ დედას სოციალურ ფარისევლად და ცინიკოსად აქცევს.

* განსაკუთრებით საყურადღებოა ახალი ზელანდიის ქალაქ ოტავის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორის, ფილიპ ნეას აზრი. პროფესორი ნეა წერს: ექიმმა იცის, რომ არსებობს სიცოცხლის საწინააღმდეგო ძალები. სწორედ ასეთია, და შესაძლოა ყველაზე ძლიერიც კი, მასობრივი აბორტები. აბორტი თითქოს გაადვილდა, გახდა უსაფრთხო, უმტკივნეულო და სასარგებლო. მაგრამ სინამდვილეში ის ყველაზე ტრაგიკული შეცდომაა, რაც კი ოდესმე დაუშვია კაცობრიობას.

ჩრდილოეთ ამერიკაში ჩანასახთა მეოთხედს კლავენ. ბოლო ათ წელიწადში 370 მილიონი უშობელი ყრმა გამიზნულად გამოასალმეს სიცოცხლეს. ექიმებს, მიუხედავად ფიცისა, მაინც სწამთ, რომ აბორტისას ისინი მხოლოდ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ.

როცა ძველ ებრაელებს ასურელები ემუქრებოდნენ, მათ არად ჩააგდეს მთავარი პრობლემა და სიცოცხლის გარანტიის მისაღებად ეგვიპტელებს შეუთანხმდნენ. მაშინ წმინდა ესაია წინასწარმეტყველმა უთხრა მათ: - თქვენ სიკვდილთან დადეთ შეთანხმება, მაგრამ ეს შეთანხმება ვერ დაგიცავთო. თავი რომ დავირწმუნოთ, ესა და ეს საფრთხე არ არსებობსო, ამით ის არ განქარდება. დღეს ჩვენც ძველი ებრაელებივით ვცდილობთ, დავდოთ ხელშეკრულება სიკვდილთან, რომ დავიცვათ ჩვენი კომფორტი, მაგრამ სტატისტიკა უკვე გვიჩვენებს, რომ ეს შეთანხმება არ არის სასურველი და სასიკეთო. აბორტმა ვერ გადაწყვიტა ვერც ერთი პირადული თუ საზოგადო პრობლემა. პირიქით, ეს პრობლემები უფრო მწვავდება. გაუპატიურება, თვითმკვლელობა, ცოლ-ქმრის გაუცხოება, ბავშვებისადმი ცუდად მოპყრობა - ყველაფერი თანდათან იზრდება. იმ ქვეყნებში, სადაც არასაკმარისი შობადობაა, ვერც კანონმდებლობა, ვერც ეკონომიკური და ვერც მრავალშვილიან ოჯახთათვის დაწესებული შეღავათები ვერ აიძულებს ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, შვილები გააჩინოს. კაცთა მოდგმის შენარჩუნების მექანიზმს განუწყვეტლივ ძირი ეთხრება. როგორც წინასწარმეტყველებდა ესაია, სიკვდილთან შეთანხმება ვერ დაგვიცავს გაქრობისაგან...
ბეჭდვა
1კ1