საზღვრისპირა სოფელი - წითელუბანი
საზღვრისპირა სოფელი - წითელუბანი
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია. აქ აღარავის უკვირს, თუ ერთ დღესაც რომელიმე თანასოფლელს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში რუსი სამხედროები დააკავებენ. მამა პეტრე ტიტვინიძის დახმარებით წითელუბანშიც მივედით. მამა პეტრე ამ სოფელშიც მსახურობს. მრევლი დიდი რუდუნებით ელის მოძღვრის გამოჩენას. უფლის იმედითღა ცხოვრობენ აქაურები. ვიდეო ჩანაწერი მკითხველს ზოგად წარმოდგენას შეუქმნის. ვინძლო, ამით მაინც დავეხმაროთ, რათა მოსახელობის მდგომარეობა უფრო მეტად იყოს დაცული.

KARIBCHE

მამა პეტრე საუბარში ამბობს: -დაუძახიათ პატარა ბავშვისთვის და მერე დაუჭერიათ, როგორც უკანონოდ საზღვრის გადაკევთის გამოო. ბავშვებს უფრო ადვილად უშვებენ, მწყემსებს კი იჭერენ. კადრში კარგად ჩანს საქართველოს ტერიტორიაზე, დღეს უკვე პირობითი საზღვრის იქით, რუსეთის ანძა, რუსი ჯარისკაცების დისლოკაციის ადგილი. აქ მძიმე ტექნიკაც დგას. აქ ყველას და ყველაფერს აკონტროლებენ. ჭოგრიტით ადევნებენ თვალყურს მიმსვლელს და გამსვლელს. მწვანე ბანერს ოდნავადაც თუ გადახვალ მაშივე აკოფებში ჩამალული რუსის ჯარისკაცაების ხელში აღმოჩნდებით. საზღვრის იქით, მცირე ზომის წმინდა ბარბარეს ტაძარია. საზღვრის აქეთ ნიშია. მართლაც, ღვთის ანაბარად დარჩენილან წითელუბნელები.

KARIBCHE

KARIBCHE


ბეჭდვა
1კ1