პირადად ჩემთვის სავანე მართალაც რომ სავანეა - სავანის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზოსიმე (ყაველაშვილი):
პირადად ჩემთვის სავანე მართალაც რომ სავანეა - სავანის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზოსიმე (ყაველაშვილი):
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა. შეიცვალა ტაძრის სახურავი. გაილესა ტაძარი, რომელიც კომუნისტების დროს შიგნიდან იყო გადალესილი. რაც ტაძრის წინამძღვრად დავინიშნე, მას შემდეგ დავიწყეთ ტაძრის საფუძვლიანი განახლება. სოფელი გვერდში დამიდგა. შევცვალეთ ტაძრის კარებიც. ტაძარში საკმაოდ ბევრი მრევლი მოვიდა და დაიწყო ყოველკვირეული წირვა-ლოცვა. მიმდებარე სოფლებშიც აღდგა ტაძრები და დაიწყო ღვთისმსახურება.. არგევთის თემი შემდეგი სოფლები შედის: არგვეთი, სავანე, ბახიოთი, სალაური, მახათაური, ბურევი, ტავაზა.. აქდან სავანეშიმიმდინარეობს ძირითადად ყოველკვირეული წირვა-ლოცვა. ბახიოთში წმინდა გიორის ტაძარი ააგეს, იქაც დავდივართ და ვატარებთ წირვა-ლოცვას. სოფელ ბურევში, სადაც ძველი IX-X საუკუნეების დანგერული ტაძარი იყო, რამდენიმე წლის წინ ბატონი ბიძინა ივანაშვილის ფონდის მიერ მოხდა მისი აღდგენა. ივანაშვილის ფონდმა 2013 წელს,სავანის წმინდა გიორგის ტაძარს საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარა. მოხდა ასევე თაბაშირის კანკელის რეტავრაციაც. ეს რომ არ გამაგრებულიყო კანკელი დაინგრეოდა, საკურთხეველში შესვლაც შეუძლებელი იყო. წირვა-ლოცვას ვატარებ ასევე ბახიოთის წმინდა გიორგის და ადურევის მაცხოვრის სახელობის ტაძარებში. არგვეთის თემში შედის სოფელი ცხამი, სადაც არის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. სასიხარულოა, რომ ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა ბიძინა ივანაშვილის ფონდის მიერ. ტაძარი შიგნიდან გაილესა და მზად არის მოსახატად. ამ ტაძრებში დავდივარ და ვახერხებ წირვა-ლოცვის ჩატარებას. ძირითადად კი სავანეში ვარ და იქ ვმსახურობ. მრევლის რაოდენობა იზრდება, ძირითადად მარხვის დროს. მოდიან სხვადასხვა სოფლებიდან, ასევე საჩხერიდან...

***
ეპარქიაში სულიერი წინსვლა მიმდინარეობს, მომრავლდნენ სასულეირო პირები. მეუფე დანიელის მოსვლის შემდეგ იკურთხა რამდენიმე სასულიერო პირი. მიმდინარეობს ჭიათურა -საჩხერის ეპარქიის წინსვლა. ჭიათურაში შენდება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარი. ჭიათურაში არის ასეთი დასახლება ნაგუთი, სადაც საფუძველი ჩაეყარა ხარების ტაძრის მშენებლობას. მშენებლობა დამთავრდა და იკურთხა მეუფე დანიელის მიერ. ტაძარს საოცარი ფრესკები ამშვენებს. ლამაზად მოეწყო ეზო. გულს უხარია რომ შედიხარ ამ ტაძარში. ტაძრები შენდება სხვადასხვა სოფლებშიც. მოძღვრების მიერ ხდება სხვადახვა სოფლის ტაძრებში მსახურების ჩატარება. შარშანწინ დავიწყეთ სოფლების დალოცვა, კურთხევა. მრევლთან ერთად დავდივართ თვეში ერთხელ და დაახლოებით 500 კომლს ვაკურთხებთ ხოლმე. თან ვარიგებთ საჩუქრებს.სულიერი კავშირი გვაქვს მრევლთან.თვითონ სავანე ძალიან კარგი სოფელია. სადაც აკაკი წერეთელი გაიზარდა როგორი სოფელი იქნება წარმოიდგინეთ. ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. ფაქტიურად 15 წელია აქ ვმსახურობ და ქუჩაში რომ გავივლი ხოლმე ხალხისგან დიდ პატივისცემას ვგრძნობ, ბავშვები ფეხზე ადგომით და მამაკაცები ქუდის მოხდით მესალმებიან. პირადად ჩემთვის სავანე მართალაც რომ სავანეა. რამდენიმე დღე რომ მოვწყდები სოფელს ძალიან მენატრება. აქაურებმა იციან სიყვარული მოძღვრისადმი. ვთხოვდი ყველას, ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, უყრავდეთ სამშობლო. ყველაზე მეტად მტკივა გული, როცა ტოვებენ სამშობლოს და უხცოეთში აგრძელებენ ცხოვრებას. მიდიან ახლაგაზრდები, ზოგი იქ რჩება, ოჯახს ქმნის. უწმინდესი მუდამ მოგვიწოდებს სამშობლოში ცხოვრებას და უცხოეთში წასულებს დაბრუნებას სთხოვს. თუ ადამიანს შრომა უყვარს, ის ყველგან იმუშავებს და იშოვის ლუკმა-პურს ოჯახის სარჩენად. ვისურვებდი ახალგაზრდები არ წასულიყვნენ საზღვარგარეთ და თავიანთი შრომით ერჩინოთ თავიანთი ოჯახები. თუ ღმერთს მიენდობიან იოლი იქნება მათთვის ცხოვრება. ღვთის გარეშე ცხოვრება არც სამშობლოშია კარგი, მითუმეტეს უცხოეთში.
უფალმა დაგლოცთ და გაგახაროთ.

ბეჭდვა
1კ1