ტაო-კლარჯეთის უძველესი ქართული სოფლები - ოილათი
ტაო-კლარჯეთის უძველესი ქართული სოფლები - ოილათი

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

ბარიდან ამოსულმა მუჰაჯირმა ქართველებმა დაახლოებით საუკუნის წინათ დააარსეს. დღეს ოილათი თურქეთში ერთ-ერთი ლამაზი და პოპულარული კურორტია,- მიამბობს გიორგი კალანდია. აქაური თბილი წყლები განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა, ამიტომ ცხოვრების დონით საადეთისაგან სრულიად განსხვავდება. ოილათი პატარა ქალაქია. კურორტი ზამთარ-ზაფხულ მუშაობს, წყლის ტემპერატურა + 40 გრადუსს აღწევს. აბანოებში მოსული ხალხი რევმატიზმს, კანის დაავადებას, მოტეხილობასა და უშვილობას მკურნალობს. აბანოები მთლიანად მარმარილოთია მოპირკეთებული, ცხელი წყალი ლომის ხახებიდან გადმოდის. აქ ყველა სასტუმროს მფლობელი ქართველია, მათ ეს ქონება მემკვიდრეობით მიიღეს.

- იქაც ამფერებში ყოფილან, მაღალ იერებში (ადგილებში) ყოფილან. აქ მოსულან, აქაც მაღალ იერებში მოსულან. კაი ქნილა. - კარგად მოქცეულანო, - იწონებს წინაპართა გადაწყვეტილებას ფაჰრი ექრანი (ბაზიერაშვილი).

KARIBCHE KARIBCHE

- დედეები 120 წლის წინ მოსულან აქა. წამოსულან, ქვეით ჰილმიე, სოფელი ყოფილა. იმას იქინ ამოსულან აგერ აქა, აქაურობა მოუვლიათ, თიბილი წყლები უნახავთ აქა. მარა აქაურობა ტყე ყოფილა, გაფუჭებული ყოფილა. მემრე უცნობია აქაურ თავდიდებისათვის, ამოსულან, წასულან, გზები გუუხსნიან, გუულამაზებიან. - ეს ომარ ერქანმა (მანჯავიძემ) გვიამბო. მის სასტუმროს "ვარდი" ჰქვია.

ისევე როგორც საადეთი, იოლათიც ძალიან ჰგავს მთიან აჭარას. ჰაერიც კი ისეთია, როგორც საქართველოშიო - ირწმუნებიან აქაურები. ყველგან გურჯები მუშაობენ, ქუჩაში ხშირად საუბარიც ჩვენებური ისმის, ამიტომ სოფელს პატარა საქართველოსაც ეძახიან.

KARIBCHE KARIBCHE

- ჩვენი ბაბაები რომ ჩამოსულან, საქართველოსნაირი ტერიტორია მუუძებნიათ. აქაურობა კარქათ რომ გავს, აქაურობა მოწონებიათ, აქ დამჯდარან. დიდი მადლობელი ვართ იმათზე. ახლა ჩვენ ქალაქში, ინეგოლში ხომ თექვსმეტი სოფელი არის ქართველი. ქართველ წესებს ყოველ წელ ვიგონებთ. იმიტომ ჩვენ ინეგოლსა პაწა საქართველოს ვუყურებთ, ისე გვაჩვენდება. - სოფელ ოილათის გამგებელი მუსტაფა შეენი (ჯაველიძე) იმასვე ამბობს, რასაც თვითონაც ვხედავთ და აქ ყოველ ნაბიჯზე გვესმის. სამშობლოდან გადმოხვეწილები უცხო მხარეშიც სამშობლოს ეძებდნენ და ვიდრე მსგავს ადგილს არ იპოვიდნენ, არ მკვიდრდებოდნენ, გული არ უჩერდებოდათ, ვერ ეგუებოდნენ.

ოილათის მონახულების შემდეგ ბარისაკენ დავეშვით. ჩვენი გადამღები ჯგუფის შესახებ აქაურმა გურჯებმა უკვე იცოდნენ, ამიტომ გაჩერება და მათთან გასაუბრება გვიწევდა. ყველას თავისი, ხშირად სევდიანი სათქმელი თუ დასაბარებელი ჰქონდა. ჰუსეინ აიბარმა (გიორგი ხაზინადარმა) ისეთი რამ გვიამბო, ფილოსოფოსის ნათქვამს რომ შეედრება.

KARIBCHE

- დიდი ბაბუა ჩამოსახლდა თურქეთში, მარა მაგის ძმა დარჩა ბათუმში და ერთმანეთის ნახვა ხო არ ჰქონდათ. აქ ჩამოსახლებული ბაბუა ეუბნება ძმას: - ძმაო, ჩვენ უკვე ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს, ამიტომ შენ მზეს უყურე, მეც უყურებ და ვითომ ერთმანეთს ვნახავთ, ერთმანეთს დაველაპარაკებით.

ჰუსეინ აიბარმა ქართული კარგად იცის, ეს კილოზეც ეტყობა და აზრსაც გამართულად გადმოგვცემს. ვინც საქართველოში ერთხელ მაინც ნამყოფია, ანდა ქართველებთან ჰქონია ურთიერთობა, ადვილად უღებს ალღოს და ითვისებს ჩვენებურ მეტყველებას.


 

ბეჭდვა
1კ1