დავათის სტელა და "ქებაი და დიდებაი"...
დავათის სტელა და "ქებაი და დიდებაი"...
1985 წლის ლაზარეს შაბათს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრავალი საუკუნის შემდეგ პირველად იზეიმა ქართული ენის დღესასწაული - "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი".
1984 წლის მიწურულს, არაგვის მარცხენა შენაკადის ნოკორნის ხევის სათავესთან, ტყით დაბურულ მთაზე, სოფელ დავათის ღვთისმშობლის სახატო ნაგებობათა ნანგრევებში, ეკლესიის კედელში ჩატანებული სტელები აღმოაჩინეს. ერთ სტელაზე მთავარანგელოზებს ხელთ თევზი უპყრიათ (თევზი მაცხოვრის ძველქრისტიანული სიმბოლოა), რომლის ტანზეც, თითქოს ქერცლიაო, შვიდ მწკრივადაა გამოყვანილი დაქარაგმებული ქართული ასომთავრული ანბანი. თევზი თავით ქვემოთ არის მიმართული, რაც სიმბოლურად უფლის მეორედ მოსვლაზე მიანიშნებს.

მეცნიერთა ნაწილმა დავათის სტელა და და ღირსი მამის იოანე-ზოსიმესეული საგალობელი "ქებაი და დიდებაი" ერთმანეთს დაუკავშირა და არცთუ უსაფუძვლოდ - მათი აზრით, ისინი ერთსა და იმავე პერიოდში - IV საუკუნის მეორე ნახევარშია შექმნილი. ზოგი მათსავე რკალს მიაკუთვნებს VI საუკუნის ბრდაძორის სტელას, სადაც მთავარანგელოზებთან ერთად მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეცაა გამოსახული. აქ მთავარანგელოზი მიქაელი სამყაროს უფლის მეორედ მოსვლას საყვირით ამცნობს.

სახარება მოგვითხრობს, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მეგობარი ლაზარე ოთხი დღის გარდაცვლილი აღადგინა მკვდრეთით, მეორე დღეს კი დიდებით შევიდა იერუსალიმში. ეს შესვლა წინასახეა უფლის მეორედ მოსვლისა. ქართველებს უძველეს დროიდან სწამდათ რომ უფალმა ლაზარე აღადგინა მკვდრეთით, ასევე ლაზარე-ივერიაც აღსდგება ძველ საზღვრებში.
ბეჭდვა
1კ1