მანდამადოსის მთავარანგელოზი
მანდამადოსის მთავარანგელოზი
X საუკუნეა. ეგეოსის ზღვაში გაფანტულ კუნძულებს სარკინოზი მეკობრეები აწიოკებდნენ. მტერმა რამდენჯერმე დაარბია კუნძული ლესბოსიც, მაგრამ წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მანდამადოსის უძველეს მონასტერს ვერაფერს აკლებდა.

ერთხელ, ბერებმა გალავნის კარი გააღეს. იქვე მიმალული სარკინოზები მონასტერში შეიჭრნენ და ცოდვის კალო დაატრიალეს. გადარჩა მხოლოდ მორჩილი გაბრიელი, რომელიც ამ დროს საკურთხეველში იყო და თვალის და¬ხამხამებაში სახურავზე აცოცდა.

მდევარი დაეწია. ის იყო, მოსაკლავად მიეტანა, რომ უეცრად ტაძრის სახურავი მღელვარე ზღვას მიემსგავსა, იქიდან გამოვარდა მრისხანესახიანი მეომარი, ცეცხლისმტყორცნელი მახვილით ხელში და მტერს ეძგერა. იგი მთავარანგელოზი მიქაელი გახლდათ.

დამფრთხალმა სარკინოზებმა ტაძრიდან კი გაასწრეს, მაგრამ მაინც ვერ გადაურჩნენ მის რისხვას - ყველა მათგანი მხრიდან მკერდამდე მახვილით იყო ჩაჭრილი. გაბრიელმა ადიდა ღმერთი, მოაგროვა მიწაზე დაღვრილი ბერების სისხლი, შეურია თეთრ თიხას და წმ. მიქაელის რელიეფური ხატი გამოძერწა.
ისე სწრაფად დაასრულა, თითქოს მის ხელებს ვინმე უხილავი ამოძრავებდა.

ეს ის სახე იყო, გაბრიელმა ტაძრის სახურავზე რომ იხილა. ეს წმინდა ხატი სასწაულმოქმედად ითვლება. ზოგჯერ მთავარანგელოზს, ადამიანთა თანაგრძნობით, თვალები ცრემლით ევსება და მორწმუნენი ფრთხილად წმენდენ, ზოგ¬ჯერ კი სახეზე ოფლი ასხამს კაცთა მოდგმის შეწევნის გამო.

ბეჭდვა
1კ1