სიპონტის სასწაული
სიპონტის სასწაული
დაახლოებით 490 წელს ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სიპონტის ეპისკოპოსს, ლავრენტის, გამოეცხადა მთავარანგელოზი მიქაელი და ამცნო, რომ ქალაქის სიახლოვეს აღმართული გარგანის მთა აირჩია თავის სამკვიდრებლად, რომ დაიცავდა და დაეხმარებოდა მასთან ლოცვით მისულ ადამიანებს.

მალე ქალაქს თავს ნეპოლელი ავაზაკები დაესხნენ. მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა ეპისკოპოსს და შეწევნა აღუთქვა. მართლაც, მეორე დღეს გარგანის მთის წვერზე იხილეს ცეცხლი, კვამლი და ჭექა-ქუხილი მოესმათ, როგორც ერთ დროს სინაზე.

მთავარანგელოზი ზემოდან მოსრავდა მტერს მეხთატეხით. სიპონტელებმა გაიმარჯვეს. მადლობა შესწირეს უფალს და მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე ეკლესიის აშენება მოისურვეს. წმინდა მიქაელი კვლავ გამოეცხადა ეპისკოპოსს და აუწყა, რომ მთაში განიმზადა ტაძარი. მართლაც, გარგანის მთაზე იხილეს ერთი მღვიმე, ქვაში გამოკვეთილი პატარა საყდრით. საკურთხევლიდან ამოხეთქა წყარომ, რომელიც მრავალ სნეულებას კურნავდა. ამ ქალაქს დღეს მონტე-სანტ-ანჯელო ჰქვია.

ბეჭდვა
1კ1