წმინდა მთავარანგელოზი ვარაქიელი.
წმინდა მთავარანგელოზი ვარაქიელი.
მთავარანგელოზ ვარაქიელის შესახებაც მხოლოდ წმინდა გარდამოცემითაა ცნობილი. მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენით, იგი ორ ანგელოზთან ერთად გამოეცხადა მამამთავარ აბრაამს მამრეს მუხასთან. თავად უფალმა თავისი ზეციური ელჩობით სიმბოლურად გამოხატა ღვთის სამპიროვნება და განუმტკიცა ადრინდელი აღთქმა აბრაამს. მერე კი მთავარანგელოზი ვარაქიელი, უფლის სხვა ანგელოზთან ერთად, გაეშურა ქალაქ სოდომში და ვიდრე უფალი ქალაქს თავს რისხვას დაატეხდა, გამოიყვანა აბრაამის ძმისშვილი ლოთი.

ამგვარად, მართალი ლოთი და ბიძამისი, პატრიარქი აბრაამი, მთავარანგელოზ ვარაქიელის სტუმრობით, ღირსი შეიქნენ ღვთის განსაკუთრებული წყალობისა და კურთხევისა, სწორედ ამგვარადვე ითარგმნება მისი სახელი: "კურთხევა ღვთისა".


ბეჭდვა
1კ1