მთავარანგელოზი იეგუდიელი (დიდება ღვთისა)
მთავარანგელოზი იეგუდიელი (დიდება ღვთისა)
მისი სახელი მხოლოდ გადმოცემითაა ცნობილი, წმინდა წერილში მას ვერ ნახავთ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გარდამოცემის მიხედვით, ღმერთმა მთავარანგელოზი იეგუდიელი გამოგზავნა, რათა წინ გასძღოლოდა ერთ ჭეშმარიტად ღვთის თაყვანისმცემელ ერს, ისრაელს, როცა ის წარმართთა მიწებს იპყრობდა.

ორმოცდღიანი მარხვისა და ლოცვის მერე წმინდა მოსე წინასწარმეტყველი სინას მთაზე ავიდა, სადაც უფალმა სჯული მისცა. მოსემ ხალხს გადასცა უფლის ნათქვამიც: აჰა, ესერა წარვავლინო ჩემი ანგელოზი წინაშე შენსა, რათა დაგიცვას გზაზე და შეგიყვანს იმ მიწაზე, რომელიც აღგითქვი. "ეკრძალე თავსა შენსა და ისმინე მისი და ნუ ურჩ ექმნები მას, რამეთუ არა შეგინდოს შენ, რამეთუ სახელი ჩემი არს მას ზედა" (შესაქმე 23,20-21).

უფალმა განუცხადა ადამიანებს, რომ არა მარტო კაცს, არამედ ხალხსაც სჭირდება შეწევნა ღვთის ანგელოზისგან, იმ ადგილისკენ მიმავალთ, "რომელი განუმზადა ღმერთმა მოყვარეთა თვისთა" (1 კორ. 2,9).

ბეჭდვა
1კ1