ბარბარობის დღესასწაული ჩვენს ქვეყანაში მეტად წარმართულ კონტექსტშიც აღინიშნება
ბარბარობის დღესასწაული ჩვენს ქვეყანაში მეტად წარმართულ კონტექსტშიც აღინიშნება
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ. ეკლესია ეს არის სძალი ქრისტესი!

წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველ წმინდანად ითვლება და ამ დღეს განსაკუთრებულად ბავშვებს ვაზიარებთ. მართლაც საოცარია ეს საკითხი. პირადად მე,  უკვე ხუთი წელია წმინდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარი ვარ და  ტაძარში ბავშვები, როგორც ფუტკრები ისე არიან გარსს შემოხვეულნი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს ეკლესიაში, ოცდაორი ბავშვი გალობს (ხელმძღვანელი, რეგენტი არის გამოცდილი მგალობელი ილია წიქარიშვილი). ბავშვებს ისე უყვართ აქ ყოფნა, რომ სახლში წასვლას დიდად არ ჩქარობენ.


ტაძარში ყოველდღე  ბავშვები ტრიალებენ. ასევე გვაქვს  ხეზე კვეთის სტუდია " საჭრეთელი". მთელი დღე ბავშების გარემოცვაში ვართ. სკოლის შემდეგ,  როცა თავისუფლები არიან ჩვენთან შემოივლიან, ცოტას ისადილებენ და შემდეგ, როგორც ყველა ბავშვი მასწავლებლებთან და სხვადასხვა წრეებზე მიდაინ. საოცარია, ეს წმინდა ბარბარეს დიდი სიყვარულის შედეგია. ჩვენს ტაძარში წმინდა ბარბარეს დიდი ხატია დაბრძანებული.  ხატი, რომელიც დედა თეკლას (ადრე ბევრეთში მსახურობდა)  დაწერილია. სითბოსა და სიყვარულს ასხივებს.


ბარბარობის დღესასწაული ჩვენს ქვეყანაში მეტად წარმართულ კონტექსტშიც აღინიშნება. მაგალითად, მეკვლეობა... გურიაში ამას ფეხადობასაც უძახიან. ადამიანს, რომელსაც "კარგი ფეხი აქვს"  შემდეგ ისინი სასურველი მეკლეები ხდებიან. ეს სასაცილო პრიმიტიული რელიგიური დოქტრინაა, მაგრამ ჩვეულება ხშირად სჯულსაც კი სჯობს. ამისათვის ეს არ არის მისაღები ფორმა, ხოლო ლობიანი ანუ ლობიოს ღვეზლები ესეც წარმართობიდან შემოსული ტრადიციაა, მაგრამ ამას ეკლესიურად არავითარი დატვირთვა არ მიუღია. უბრალოდ კვერები ცხვება და მორწმუნენი ერთმანეთს უნაწილებენ.


ქრისტემ დაგლოცოთ... წმინდა ბარბარემ დალოცოს ჩვენი შვილები.  პირადად მე ვაგროვებ მოსახსენებლებს სნეულებაში მყოფი  ბავშვების სახელზე და ყოველ წირვაზე ვიხსენებ.  ეს პირველად ვთქვი  ჩვენი ჟურნალის-"კარიბჭის" მეშვეობით . ვისაც სურვილი გაქვთ მომაწოდეთ მოსახსენიებელი, რათა შევავედრო ჩვენი შვილები წმინდანს!



ბეჭდვა
1კ1