თუ ვიქნებით თავმდაბალნი, უფლის მოყვარენი და მადიდებელნი ღვთისა, მაშინ ჩვენც წმინდანებს შორის შევირაცხებით და წმინდანთა დასში აღმოვჩნდებით
თუ ვიქნებით თავმდაბალნი, უფლის მოყვარენი და მადიდებელნი ღვთისა, მაშინ ჩვენც წმინდანებს შორის შევირაცხებით და წმინდანთა დასში აღმოვჩნდებით
"დღევანელ კვირა დღეს სრულდება დიდმარხვის ციკლი, რომელშიც შედის აღდგომის შემდგომი პერიოდიც სულთმოფენობის ჩათვლით და დღევანდელი დღე იწოდება ყველა წმინდანის კვირიაკედ ანუ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს თითოეული  ჩვენგანის ანგელოზის დღეც არის, ყველა წმინდანის ხსენება.

ეკლესიამ ეს დიდი ციკლი მსახურებისა, რომელიც მეზვერისა და ფარისევლის კვირით დაიწყო, ამგვარად იმიტომ დაასრულა, რომ გვიჩვენოს: თუ ვიქნებით თავმდაბალნი, უფლის მოყვარენი და მადიდებელნი ღვთისა, მაშინ ჩვენც წმინდანებს შორის შევირაცხებით და წმინდანთა დასში აღმოვჩნდებით.

ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ თითოეული მიცვალებულისთვის წესის აგება არის მცირე წესი, განგება წმინდანად შერაცხვისა.  რა არის წმინდანად შერაცხვა? როცა ეკლესია ადასტურებს თავისი მადლმოსილებით, რომ ესა თუ ის მოღვაწე ეკლესიისა არის სასუფეველში, ამ დამოწმებას წინ გარკვეული ნიშნები უძღვის. ამის შემდეგ ეკლესიის მიერ დასტურდება რომ ადამიანი არის ცათა სასუფეველში.  ამას გარკვეული პედაგოგიური მოსაზრებაც აქვს, რათა ეს იყოს სამაგალითო, სანიმუშო ჩვენთვის. შერაცხვის მერე  კი არ ხდება ადამიანი წმინდანი, არამედ წმინდანად შერაცხვით დამოწმდება  ეკლესიის მიერ, რომ  სამაგალითო იყო ჩვენთვის ეს ადამიანი.

ხოლო წესის აგება ეს არის ვედრება წინაშე ღვთის რომ გარდაცვლილ ადამიანს წმინდანთა თანა განუსვენოს, წმინდანებთან ამყოფოს, ანუ თავადაც წმინდანი გახდეს. ასე, რომ ჩვენი ცხოვრების საბოლოო შედეგი ეს უნდა იყოს: ჩვენი განწმენდა, განღმრთობა და წმინდანთა თანა განსვენება."

როგორ უნდა მივაღწიოთ ამ მიზანს, როგორ ვეზიაროთ ღმერთს? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად მოუსმინეთ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებას, რომელიც მან წარმოთქვა ყოველთა წმინდანთა ხსენების დღეს



ბეჭდვა
1კ1