საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია საინგილოს ეწვევა
საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია საინგილოს ეწვევა
ხვალ, 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია საინგილოს ეწვევა. დილის 10 საათზე ქალაქ კახში გაიმართება ქართული დელეგაციის შეხვედრა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან, მუსა შექილიევთან.
11 საათიდან საქართველოს რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით სოფელ კახინგილოს (ისტორიული კახისთავი) წმინდა გიორგის ტაძარს ეწვევა და ტაძრის წინამძრვარს - დეკანოზ პეტრეს (ხუმარაშვილი) და აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველებს შეხვდება. დაგეგმილია ასევე ვიზიტი კახის რაიონის ყველაზე დიდ ქართულ სოფელში - ალიბეგლოში და წმინდა ნინოს ტაძრის მონახულება, სადაც დელეგაცია ასევე შეხვდება ადგილობრივ ქართველებს.

საქართველოს რელიგიის  საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში 25 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტოს დასრულდება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე.

სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი
ბეჭდვა
1კ1