12 მოციქულის სახელობის ტაძრის მოძღვარი და მრევლი გილოცავთ დღევანდელ დღეს
12 მოციქულის სახელობის ტაძრის მოძღვარი და მრევლი გილოცავთ დღევანდელ დღეს
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის - მეუფე სვიმეონის კურთხევით, ხაშურში, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შენდება 12 მოციქულის სახელობის ტაძარი. მშენებლობას ხელძღვანელობს მამა ლევან ახვლედიანი.
მამა ლევანისა და მისი მრევლის თხოვნით, გვინდა მოგილოცოთ ტაძრის დღესასწაული, გისურვოთ სიმშვიდე, სიყვარული, გეწეოდეთ მოციქულთა მადლი ყველას, ვინც თუნდაც 1 ლარი შემოწირა ტაძრის მშენებლობას და ყველას, ვინც ვერ შემოწირა, მაგრამ გულით ახარებს ამ დიდებული ტაძრის შენება. 

დღეს ტაძარში 12 მოციქულის დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა.
იმისათვის, რომ წირვის დაყენება გახდეს შესაძლებელი, კიდევ არის დარჩენილი გარკვეული სამუშაოები.


ვისაც სურვილი გაქვთ, შეეწიოთ ტაძრის აღმშენებლობის მადლიან საქმეს, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ამ ანგარიშზე:
GE50BG0000000550190700
მიმღები მალხაზ ნოზაძე

ტელ.: 598 61 45 66 - მამა ლევანი.

უფალმა შეუწიროს ტაძრის თითოეულ შემომწირველს და მადლი და წყალობა არ მოაკლოს!


ბეჭდვა
1კ1